დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Co.Mode ტანსაცმელს ონლაინ გაყიდვას გეგმავს

Co.Mode ტანსაცმელს ონლაინ გაყიდვას გეგმავს

2023-06-14 10:00:42

მაღაზია Co.Mode კონცეპტუალური სივრცეა, სადაც იწარმოება ყოველდღიური და გამოსასვლელი სტილის სამოსი, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართულების დამწყები და ცნობილი ქართველი დიზაინერების კოლექციები.

როგორც Comode-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ნინო უგრეხელიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

„მერვე წელი, რაც ბაზარზე ვართ, ვაერთიანებთ სხვადასხვა ქართულ ბრენდებს, გვაქვს ჩვენი წარმოება და მუდმივად ვცდილობთ, რომ სტილით გამორჩეული ვიყოთ. ზუსტად ვიცით ვინ არის ჩვენი მომხმარებელი და რა საჭიროებების სერვისი უნდა შევთავაზოთ. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად, ქალბატონები არიან, რომლებიც მუშაობენ და წვეულებებზე დადიან. ვფიქრობთ, რომ ბაზარი ამ მიმართულებით საკმაოდ კონკურენტულია, მუდმივად სჭირდება სიახლეები. ჩვენ ვთავაზობთ ყველანაირი სტილის ტანსაცმელს და აქსესუარებს, რომლის ინტეგრირებას სოციალურ ქსელში ვახდენთ, რათა საინტერესოო კონტენტი შევიქმნათ.

სამომავლოდ გვინდა ონლაინ პლატფორმა გავაკეთოთ, რომელსაც ვავითარებთ და გვინდა პროდუქცია ონლაინ გავყიდოთ. იმედია, წლის ბოლომდე ამ გეგმის განსახორციელებლად მზად ვიქნებით“, - ამბობს ნინო უგრეხელიძე.

კომპანიის გაყიდვები წლიდან მზარდია. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით მოთხოვნა 5-15%-ის ფარგლებში გაიზარდა.

Co.Mode -ში 10- მდე ადამიანია დასაქმებული.

ცნობისთვის, Co.mode დაარსდა 2013 წელს. ეს არის საქართველოში პირველი მაღაზია-სალონი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართულების დამწყებ დიზაინერთა კოლექციები.

კოლექციების უმრავლესობა ექსკლუზივია. „Co.mode+“-ში ფუნქციონირებს ატელიე, სადაც „Co.mode+“-ის ნიშნის ქვეშ იწარმოება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, შესაბამისად მიიღება ინდივიდუალური შეკვეთები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები