დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაფნაზე მოთხოვნა ძირითადად ჩინური ბაზრის ხარჯზე გაიზარდა - LAURUS-ი

დაფნაზე მოთხოვნა ძირითადად ჩინური ბაზრის ხარჯზე გაიზარდა - LAURUS-ი

2023-07-26 15:00:57

„ბაზრის დივერსიფიცირებას პროდუქციის მოცულობის ზრდაზეა დამოკიდებული. ჯერ მხოლოდ ორ - ჩინეთისა და რუსეთის ბაზარზე ვმუშაობთ. დაფნაზე მოთხოვნა ძირითადად ჩინური ბაზრის ხარჯზე გაიზარდა“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია LAURUS-ის დირექტორმა ივანე ჯალაღონიამ განუცხადა. 

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ 2023 წელს  რუსეთში 205 -207 ტონა დაფნას გაიტანენ, ხოლო ჩინეთის ბაზარზე ახალი ხელშეკრულების საფუძველზე 140 ტონა დაფნის გატანა იგეგმება.

„ჯამში ჩინური კომპანიები საქართველოდან 12 ათასი ტონა დაფნის მიწოდებას ითხოვენ. ეს 600 კონტეინერია და ამის შესატყვისი ნედლეული ჩვენთან არ არის. უნდა გაიზარდოს დაფნის ბაღების გაშენების მაჩვენებელი. მრავალწლიანი კულტურაა, საბჭოთა პერიოდში ეს კულტურა ამოიღეს და შესაბამისად დარგს ჩავარდნა ჰქონდა“, - ამბობს ივანე ჯალაღონია.

რუსეთში ქართული დაფნა სახმელეთო, საავტომობილო გზით გადის, ხოლო საზღვაო გზით ჩინეთში. „ჩინეთის ბაზარზე მესამე წელია გავედით. თავიდან მიწოდებამ 40 ტონა (2 კონტეინერი) შეადგინა. ახლა უკვე, ახალი ხელშეკრულების საფუძველზე ჩინეთში 140 ტონა დაფნას გავიტანთ. მოსახლეობას აქვს გაშენებული ერთეული ძირების სახით და ჩვენ მათგან ნედლ დაფნას ვყიდულობთ. გაფართოებას გეგმავთ, ძირითადად გადამუშავების ხარჯზე, რათა მეტი ნედლი დაფნა შევისყიდოთ და გადავამუშაოთ. გადასამუშავებელ ნედლეულს ვყიდულობთ გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში მოსახლეობისგან“, - ამბობს კომპანია LAURUS-ის დირექტორი. 

LAURUS-ი ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში 52 ჰექტარზე გაშენებულ დაფნის პლანტაციებსა და გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს. სადაც შემდგომში ხდება დაფნის შრობა, დატენიანება, გაფოთვლა, დახარისხება, დაფასოება, დაკალიბრება. შემდეგ კი იწყება ექსპორტირების პროცესი. 

კომპანიაში სეზონურად 130 ადამიანია დასაქმებული. ამ დროისთვის ბაზარზე 1 კილოგრამი ნედლი დაფნის ფასი 0,80 თეთრია.  დაფნის აღების სეზონი სექტემბრიდან იწყება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები