დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაიხურება თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო - თამარ გაბუნიას განმარტება

დაიხურება თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო - თამარ გაბუნიას განმარტება

2023-03-22 17:45:59

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით,  სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. შესაბამისად კლინიკა დროებით დაიხურება და პაციენტებს ვეღარ მოემსახურება. 

„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რაც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციულ სამუშაოებსა და აღჭურვას.

ამ ხნის განმავლობაში სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები, როგორც ანაზღაურების, ასევე დასაქმების კუთხით.  ჯანდაცვის სამინისტრო ცოტა ხანში გააკეთებს დეტალურ პრეზენტაციას, კონცეფციისას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის და ვფიქრობ, რომ ამოიწურება ყველა შეკითხვა, რაც საზოგადოებაში ისმის“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია გამორიცხულია.

„რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის სისტემის მთავარი საყრდენია და განვითარება მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით. საავადმყოფოს ლოკაცია შენარჩუნდება. ეს არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი,”- განაცხადა გაბუნიამ.

მანამდე ექიმების ჯგუფმა საავადმყოფოს დახურვის შესახებ  განცხადება Facebook-ზე გაავრცელა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები