დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დასაქმდი აეროპორტში! - „ტავ ჯორჯია“ დასაქმების ფორუმს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართავს

დასაქმდი აეროპორტში! - „ტავ ჯორჯია“ დასაქმების ფორუმს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართავს

2023-03-13 10:42:46

დასაქმდი აეროპორტში!

 

აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია", დასაქმების ფორუმზე, თბილისის შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იწვევს. 

ღია კარის დღე, 17 მარტს, 10:00-17:00 საათამდე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება.

დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნობიან თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში. 

„ტავ ჯორჯია" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები