დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეპოზიტების ლარიზაცია მცირედით გაიზარდა

დეპოზიტების ლარიზაცია მცირედით გაიზარდა

2023-04-25 18:30:48

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 43.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 268.98 მლნ ლარით, ანუ 0.62%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.47%-ით მეტი).

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 74.07 მლნ ლარით, ანუ 0.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.48%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 343.05 მლნ ლარით, ანუ 1.28%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.16%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 46.49 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.75 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.83% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.13%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.81%, ხოლო ევროს წილმა 17.43% შეადგინა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები