დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტს სტაბილურად ვინარჩუნებთ, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა -„შირაქი“

ექსპორტს სტაბილურად ვინარჩუნებთ, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა -„შირაქი“

2024-04-24 12:00:00

„რეალიზაციის მაჩვენებელი დაცემულია, შემოდის რძის ფხვნილი და ქვეყანაში ყველის ფალსიფიკაცია მაღალ ნიშნულზეა“ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „შირაქის" დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა.

„ბაზარზე ბევრი დარეგისტრირებული საწარმოა, რომლებიც რძის ფხვნილისგან ამზადებენ ყველს და მომხმარებელი შეჰყავთ შეცდომაში. ისინი პროდუქციას დაბალ ფასში ჰყიდიან და ამის გამო ბევრ მეწარმეს შეუმცირდა ბრუნვა, ვინც ნატურალურ ყველს აწარმოებს. „შირაქის“ მაგალითი რომ განვიხილოთ, 2024 წელს წარმოება 30%-ით შეგვიმცირდა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ექსპორტს აშშ-სა და საფრანგეთში ისევ იმ ნიშნულზე ვინარჩუნებთ“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მეწარმე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ყველზე დიდი გამოწვევა ფალსიფიკაციაა.

„შირაქის“ პროდუქცია იყიდება „კარფურში“, „ფრესკოში“ და მალე ისევ გამოჩნდება „ნიკორას“ ქსელში.

კომპანია წელიწადში 1 ტონა ყველს აწარმოებს, ხოლო მცირე რაოდენობით ხაჭოსა და რძის სხვა პროდუქტებს.

კომპანია „შირაქი“ 2012 წელს დაფუძნდა. საწარმო თბილისში მდებარეობს და 50-მდე ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები