დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევრონიუსის ობიექტივში მოვხვდით, უცხოელ რეპორტიორებს ჩვენი ტრადიციების, ვენახისა და ღვინის აღმოჩენაში დავეხმარეთ - „შატო კვირიკე“

ევრონიუსის ობიექტივში მოვხვდით, უცხოელ რეპორტიორებს ჩვენი ტრადიციების, ვენახისა და ღვინის აღმოჩენაში დავეხმარეთ - „შატო კვირიკე“

2023-12-25 18:00:00

ქობულეთში მდებარე მულტიფუნქციური კომპლექსი „შატო კვირიკე“ ახალი წლისთვის ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპლექსის გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძე განაცხადა, 2023 წელი „შატო კვირიკესთვის“ იყო გამორჩეული.

„აქ ბედნიერებითა და სიხარულით სავსე უამრავი მომენტი შეიქმნა. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის - თქვენთან ერთად გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობა განსაკუთრებული.

მიმდინარე წელს ჩვენს კომპლექსში საკმაოდ ბევრი ქორწილი და დაბადების დღე  გაიმართა. წყვილებმა თავიანთი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული დღე სწორედ „შატო კვირიკეში“ აღნიშნეს. დავგეგმეთ კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები. 

ვუმასპინძლეთ ძალიან ბევრ ადამიანს და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კმაყოფილსა და ბედნიერს დაეტოვებინა „შატო კვირიკე“.  განსაკუთრებული სტუმრებიც გვყავდა და ევრონიუსის ობიექტივშიც აღმოვჩნდით - უცხოელ რეპორტიორებს ქართული ტრადიციების, ვენახისა და ღვინის აღმოჩენაში დავეხმარეთ.

რეგიონის და ზოგადად ქვეყნის კულინარიული იდენტობა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების შეფებსაც გავაცანით - ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ უნიკალური და გამორჩეული გემოებით, ასევე სხვადასხვა კერძის დამზადების ტრადიციული მეთოდებით. შეფები ჩაერთნენ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა აჭარული კერძების, ხინკლისა და იახნის დამზადების, ქვევრის მოხდისა და ღვინის მასტერკლასები.

გავაგრძელეთ 80 საუკუნიანი ტრადიცია - ჩვენს ვენახებში მოწეული ყურძნისგან ჩვენივე მარანში დამზადდა ქვევრის გამორჩეული ღვინო. მალევე დათო ტურაშვილის წიგნის პრეზენტაციასაც ვუმასპინძლეთ, თემატურად ახლოს მეღვინეობასთან - "ღვინის სამშობლო, საქართველო".

წიგნში ხაზი გაესვა ღვინის ისტორიას, ღვინის როლს ქართულ კულტურაში, მის ზეგავლენას ტრადიციებსა და ქართული ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ეს ხასიათი და ტრადიციები „შატო კვირიკეს“ მამოძრავებელი ძალაა.

ასევე ვუმასპინძლეთ კინო და ტელეოპერატორების  საერთაშორისო ფესტივალს. "ოქროს თვალი" საიუბილეოდ, უკვე მეათედ, სწორედ „შატო კვირიკეში“ გაიმართა.

მოვიწვიეთ უამრავი ნიჭიერი და გამორჩეული მუსიკოსი - ისინი კვირის მიწურულს ჩვენს სტუმრებს დროის ხალისიანად გატარებაში ეხმარებოდნენ“, - აღნიშნა  „შატო კვირიკეს“ გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ.

მისივე თქმით, „შატო კვირიკეს“ რამდენიმე დღის უკან წლის მთავარი სტუმარი პირდაპირ ლაპლანდიიდან ეწვია.

„თოვლის ბაბუა უკვე ჩვენთან არის. სულ მალე ის მზად იქნება ბავშვებთან შესახვედრად და მათი სურვილების ასასრულებლად. შატო კვირიკეში ყველაფერი ისეა, როგორც ყველასათვის საყვარელ საახალწლო ფილმებში. კულმინაცია კი 31 დეკემბრის ღამეს იქნება - ჯადოსნური ახალი წელი.

კომპლექსის ტერიტორია სპეციალურად საახალწლოდ მოვრთეთ, ეს ადგილი ნამდვილად განსაკუთრებულია. აქ დაგხვდებათ გლინტვეინის კუთხე, საფოტოსესიო სივრცეები, მუსიკა - თქვენი საუკეთესო განწყობისათვის, შამპანურის ფურშეტი, საახალწლო სუფრა, ფეიერვერკები. და რაც მთავარია, გამორჩეული ანსამბლი - "ფორტე". წამყვანი კი ყველასათვის საყვარელი, უმხიარულესი - ზურა მანჯავიძე იქნება. გელოდებით შატო კვირიკეში, გავაცილოთ 2023 და შევხვდეთ ახალ, 2024 წელს“, - თქვა ლელა წულუკიძემ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები