დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფასიანი ქაღალდების გამოშვება 10-მდე ბიზნესს სურს - მიხეილ ხიდურელი

ფასიანი ქაღალდების გამოშვება 10-მდე ბიზნესს სურს - მიხეილ ხიდურელი

2024-03-14 12:22:00

 

ფასიანი ქაღალდების შესახებ, როგორც კი დაანონსდა პროექტი, უკვე ათამდე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტმა მოგვმართა, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტოში ზუსტად იციან რა მოლოდინები არსებობს ბაზარზე და რამდენ კომპანიას ექნება ფასიანი ქაღალდების გამოშვების სურვილი. „დღეის მდგომარეობით, სააგენტოს მთავარი პროგრამები, რომელიც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ბანკებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენ ვახდენთ სესხის პროცენტის დაფინანსებას და ასევე სესხის უზრუნველყოფას მეწარმეებისთვის, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალური ბაზრები, რასაც ჩვენ უწოდებთ ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმს“, - ამბობს მიხეილ ხიდურელი.

მისი ინფორმაციით, სააგენტოში უკვე შეიქმნა ალტერნატიული მექანიზმების დეპარტამენტი, რომელიც განახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის ფასიანი ქაღალდების გამოშვების ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელიც ძალიან მალე უკვე ჩაეშვება და მცირე და საშუალო ბიზნესს ფასიანი ქაღალდების გამოშვების შესაძლებლობა ექნება. 

„წელს იგეგმება, უკვე ჩვენი მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდის შექმნა, სადაც 25%-იანი წილი ექნება „აწარმოე საქართველოში“ ანუ სახელმწიფოს, დანარჩენს რა თქმა უნდა მოვიზიდავთ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. არის შესაძლებლობა, რომ მეწარმეებს გაუჩნდეთ საშუალება ბანკის პროდუქტებთან ერთად, გამოიყენონ კაპიტალური ბაზრის სხვადასხვა მექანიზმები. ჩვენ თუ გადავხედავთ ყველა განვითარებულ ქვეყანას, ეს გზა ყველამ გაიარა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სააგენტო, ქვეყანა გადადის ახალ ეტაპზე და გვექნება ბევრი ძალიან საინტერესო სიახლე“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები