დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფერმა „ოდაში“ ფართოვდება და აგროტურიზმში შესვლას გეგმავს

ფერმა „ოდაში“ ფართოვდება და აგროტურიზმში შესვლას გეგმავს

2024-05-07 14:00:00

ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში მდებარე აგრომეურნეობა ოდაში • Odashi, რომელიც ბოსტნეულს განსხვავებული კონცეფციით აწარმოებს და დედაქალაქსა და ბათუმს აწვდის, 2024 წლის გაზაფხულზე პირველ მოსავალს ელოდება.

Business Insider Georgia-თან ინტერვიუში ფერმა „ოდაში“-ს დამფუძნებლები ცოლ-ქმარი სალომე კალანდაძე და ირაკლი გიკაშვილი აცხადებენ, რომ ერთ თვეში ახალ მოსავალს მიიღებენ და თბილისაა და ბათუმში მოახდენენ რეალიზაციას.

„ოდიში“ 2024 წელს სიახლეებსაც გეგმავს, როგორც აგრომეურნეობის დამფუძნებლები ამბობენ, მათთვის საინტერესოა აგროტურიზმის სეგმენტში შესვლა და ამ მიმართულებით სათანადო დაფინანსების მოძიებას შეეცდებიან, რადგან „ოდაში“-ს წარმოებასთან მიმართებით ინტერესი ამ კუთხითაც გამოიკვეთა, ხოლო 2025 წლისთვის ტურიზმის სეგმენტში შევლენ.

„მოთხოვნა იზრდება ჩვენს პროდუქტზე და ასევე სტუმრობაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ აგროტურიზმში შევიდეთ. გვაქვს 15 ჰექტარი ფართობი, ფერმიდან მოშორებით, სადაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით განვითარებას“, - აცხედებენ კომპანიაში. 

მიმდინარე სეზონზე „ოდაში“ მომხმარებლებს პროდუქციის რამდენიმე პაკეტს სთავაზობს. 1400 და 800-ლარიანი პაკეტების შეძენაა შესაძლებელი, ფასი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე ბოსტნეულის მიწოდებას 22-24 კვირის განმავლობაში. როგორც აგრომეურნეობის დამფუძნებლები ამბობენ, მათი მთავარი მიზანი 100 ოჯახისთვის საუკეთესო ხარისხის ბოსტნეულის მოყვანა და მიწოდებაა.

ნაკრების მისაღებად მომხმარებელმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიაროს.

„ჩვენი წევრები თებერვლიდან, წინასწარ იწყებენ პაკეტის ღირებულების განაწილებულ გადახდას 10 თვის განმავლობაში, ხოლო ჩვენ სპეციალურად მათი ოჯახებისთვის მოგყავს ბოსტნეული და მაისის შუა რიცხვებიდან ჩამოგვაქვს თბილისსა და ბათუმში, ერთ ან რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ჩვენს წევრს შეუძლია მოვიდეს და წაიღოს მისი კუთვნილი პროდუქტი ან გამოიძახოს კურიერი. წინასწარ მიღებული თანხებით ჩვენ ვახერხებთ შეუფერხებლად ვაწარმოოთ მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტი. მეორეს მხრივ კი წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ საწარმოო ფართობი და დანაკარგების გარეშე ვიმუშაოთ“, - აცხადებენ ფერმის დამფუძნებლები.

„ოდაში“ მიმდინარე წელს 1 ჰექტარზე 40-მდე დასახელების ბოსტნეულს აწარმოებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები