დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში, საექსპორტო გადაზიდვებში საავტომობილო ტრანსპორტი პირველია

იანვარში, საექსპორტო გადაზიდვებში საავტომობილო ტრანსპორტი პირველია

2023-02-25 22:00:24

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში ექსპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი უცხოეთის ბაზრებზე საავტომობილო ტრანსპორტით გადაიზიდა. მეორე ადგილზეა საზღვაო გადაზიდვები, ხოლო მესამე ადგილი საჰაერო ტრანსპორტს უკავია. 

ექსპორტი - სულ          458,975.3
მათ შორის:  
საავტომობილო          267,445.6
სარკინიგზო            12,848.2
საჰაერო            23,518.1
საზღვაო          155,061.0
დანარჩენი**                102.3

 

 

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 25.2 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარში, 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები