დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იაშვილის საავადმყოფომ პაციენტების უსაფრთხოებასა და სამედიცინო ხარისხში ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა

იაშვილის საავადმყოფომ პაციენტების უსაფრთხოებასა და სამედიცინო ხარისხში ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა

2023-08-26 02:04:20

იაშვილის საავადმყოფო რეგიონის მასშტაბით პირველი პედიატრიული ცენტრი გახდა, რომელმაც ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა.

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესი და პერიოდული მონიტორინგი წარმატებით დასრულდა. შედეგად, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რომელიც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დასავლურ სტანდარტთან შესაბამისობას და ითვალისწინებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და მოვლის ხარისხის მიმართულებით მუდმივ განვითარებას.

2022 წელს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესში იაშვილის საავადმყოფომ დააანონსა, რომ განაგრძობდა მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა კლინიკა  საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი გამხდარიყო. რეაბილიტაციის პროექტიც ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურული მოწყობის ამერიკულ  გაიდლაინებს დაეფუძნა.

„ვულოცავ ამ დიდ წარმატებას იაშვილის მედპერსონალს და სრულიად ქვეყანას. იაშვილის საავადმყოფოს მიერ მოპოვებული საერთაშორისო აკრედიტაცია პატარა პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის წარმოადგენს გარანტს, მიიღონ სრულფასოვანი, საერთაშორისო დონის პედიატრიული სამედიცინო მომსახურება რეგიონში. უნდა აღინიშნოს, რომ იაშვილის საავადმყოფო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით გახდა პირველი, საერთაშორისოდ აკრედიტებული პედიატრიული ცენტრი,“ - თამარ ვახტანგაძე, იაშვილის საავადმყოფოს დირექტორი.

ამერიკის აკრედიტაციის კომისია (AACI) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით.  AACI არის „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“(ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. AACI-ის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები.

 

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები