დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინვესტიციების 40-60%-ი წყალგამანაწილებელი სისტემის დიგიტალიზაციას მოხმარდება - GWP-ის გენერალური დირექტორი

ინვესტიციების 40-60%-ი წყალგამანაწილებელი სისტემის დიგიტალიზაციას მოხმარდება - GWP-ის გენერალური დირექტორი

2024-03-11 20:00:00

 2024 წლის პრიორიტეტი იქნება წყალმომარაგების ქსელის განახლების გაგრძელება, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GWP-ის  გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც კონპანია საუბრობს ევროპული სტანდარტების განხორციელებაზე აქ იგულისხმება მუდმივი, უწყვეტი გაუმჯობესების პროცესი, რომლის მთავარი დანიშნულებაც არის მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

„ეს გახლავთ „აქვალიას“ ძირითადი მიზანი და ამოცანა. რა საკვირველია ეს პროცესი არ არის ხანმოკლე და მჭიდროდაა დამოკიდებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობასთან და ასევე დაკავშირებულია საქმიანობის ეფექტიანობასთან. რა საკვირველია, რაც უფრო უკეთესია მდგომარეობა, მით უფრო მოკლე იქნება ის პერიოდი, რომელიც საჭიროა შედეგების მისაღწევად. ეს ეხება კომპანიის ყველა მიმართულებას.

ასევე უნდა ვთქვა, რომ მთავარი აქცენტი 2023 წელს გახლდათ მინიმუმამდე დაყვანა წყლის მოწოდების შეფერხებების. ეს გახლავთ უკმაყოფილების ძირითადი მიზეზიც. 2023 წელს 160 სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ, 1000-ზე მეტი ჩამკეტი ურდულის დამონტაჟების შედეგად შევძელით 80%-ით შეგვემცირებინა ის ტერიტორია, რომელიც წყლის მიწოდებაზე ახდენს გავლენას. ეს რა საკვირველია გახლავთ შედეგი მულტიფუნქციური, შესაბამისი რეაგირების და ჩვენი ამ ქმედებების შედეგად შევამცირეთ რეაგირების დრო. რეალურად, 14-ჯერ შევამცირეთ ავარიების რაოდენობა და 400-დან თითქმის 40-მდე დავიყვანეთ.

2024 წლის პრიორიტეტი იქნება წყალმომარაგების ქსელის განახლების გაგრძელება, რაც ჩვენი საქმიანობისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა და ასევე საოპერაციო თვალსაზრისით გვჭირდება, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს შესაძლებლობები ჩვენი საოპერაციო სამსახურების როგორც წყალმომარაგების ისე წყალარინების მიმართულებით. რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ნულამდე დავიყვანოთ რეაგირების გარეშე დარჩენილი ავარიების შემთხვევები“, - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

 GWP-ის გენერალური დირექტორის თქმით, უკვე დამტკიცებული და სემეკთან შეთანხმებულია სამი წლის საინვესტიციო გეგმა და ამ თანხის 40-60%-ი მოხმარდება და მიმართული იქნება წყალგამანაწილებელი მილების და წყალარინების ქსელის, სატუმბი სადგურების განახლებასა და დიგიტალიზაციაზე, იმისათვის რომ ავტომატური კონტროლი დაინერგოს. რაც ჩვენს სისტემას უფრო სანდოს და საიმედოს გახდის“, - აღნიშნა  GWP-ის  გენერალურმა დირექტორმა.

GWP

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები