დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივლისიდან  „ახალციხე ინნ“ გაიხსნება

ივლისიდან „ახალციხე ინნ“ გაიხსნება

2023-03-21 19:00:06

ივლისიდან ახალციხეში 5 ვარსკვლავიანი დონის სასტუმრო „ახალციხე ინნ“ გაიხსნება, რომელიც რაბათის ციხიდან 2 კმ-ში, ახალციხის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. სასტუმროს მშენებლობა მალე დასრულდება. 

სასტუმრო 115 ნომერზეა გათვლილი, სადაც სპა-ცენტრიც განთავსება. 

როგორც „ბიზნეს ინსაიდერთან“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა, ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია და ზაფხულის სეზონისთვის მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება კიდეც. 

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ზუსტი ციფრები დათვლილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ 15-დან 20 მლნ ლარამდე იქნება. 

ადგილი სადაც „ახალციხე ინნი“ შენდება Inn Group-მა აუქციონის წესით იყიდა და ადრე აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. 

დღეისათვის Inn Group-ი სასტუმროებს ფლობს თბილისში - „ივერია ინნ“ და „როიალ ინნ“, გუდაურში - „გუდაური ინნ“,  ქუთაისში - „ქუთაისი ინნ“, გორში - „გორი ინნ“და ბაკურიანში - „ბაკურიანი ინნს“. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები