დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესს და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით - გიორგი მამარდაშვილი

ბიზნესს და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით - გიორგი მამარდაშვილი

2024-04-29 14:44:00

ქვეყანას სჭირდება სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რათა მსოფლიოში არსებული რთული გამოწვევების ფონზე შეძლოს და განვითარდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ელიტ ტექნოლოჯის" დამფუძნებელი გიორგი მამადაშვილი წელს. ბიზნესმენის განმარტებით, დღეს ქვეყანაში არის სტაბილური ბიზნესგარემო, რაც მნიშვნელოვანი და უპირველესი პირობაა ბიზნესის განვითარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. 

„ბიზნესს და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით. კერძო სექტორის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მეტად სიკეთე და მეტი კეთილდღეობის საშუალება მისცეს თითოეულ მოქალაქეს.

ქვეყანას სჭირდება სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რათა მსოფლიოში არსებული რთული გამოწვევების ფონზე შეძლოს და განვითარდეს.

მიმაჩნია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა.

ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ჩვენ დიდი ხანია, ვდგავართ ამ გზაზე, ვიზიარებთ ღირებულებებს და ვისწრაფვით გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი - ჩვენი ტრადიციებით, ღიაობით, გამჭვირვალობით და პრინციპებით“, წერს სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილი. 


უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები