დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩემთვის ავიაცია და ბორტგამცილებლის პროფესია არის სილამაზისა და ინტელექტის შერწყმა - Georgian Airways-ის ბორტგამცილებელი ნინა კვერნაძე

ჩემთვის ავიაცია და ბორტგამცილებლის პროფესია არის სილამაზისა და ინტელექტის შერწყმა - Georgian Airways-ის ბორტგამცილებელი ნინა კვერნაძე

2024-04-19 16:06:00

ავიაკომპანია  Georgian Airways-ის საკუთარი თანამშრომლების საზოგადოებისთვის გაცნობას განაგრძობს.

26 წლის ნინა კვერნაძე ავიაკომპანია   Georgian Airways-ში ბორტგამცილებლად 2019 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „დიუთი ფრიში“ დაიწყო. ამბობს, რომ ბორტგამცილებლად მუშაობის დაწყების შესაძლებლობა მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან ბავშვობიდან ავიაციაზე ოცნებოდა.

„სულ ვოცნებობდი ბორტგამცილებლის პროფესიაზე. „დიუთი ფრიში“ მუშაობის დროსაც, ბორტგამცილებლებს რომ ვხედავდი, თვალს ვაყოლებდი, ეს ჩემი ოცნება იყო.

ავიაცია ბავშვობიდან მომწონდა, ოჯახის წევრები სადმე რომ მიემგზავრებოდნენ, სულ ვაცილებდი აეროპორტში. იმდენად მომწონდა აეროპორტი და თვითმფრინავები, მშობლებს ვთხოვდი რომ გავყოლოდით და გაგვეცილებინა.“

საავიაციო უნივერსიტეტში გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, ნინამ ბავშვობის ოცნება აიხდინა და ბორტგამცილებლად მუშაობა დაიწყო. ზუსტად ახსოვს პირველი ფრენის თარიღი და მიმართულება - 2019 წლის 1 თებერვალი, თბილისი- თელ-ავივის რეისი.

„ავიაცია და ბორტგამცილებლის პროფესია არის სილამაზისა და ინტელექტის შერწყმა. ავიაცია, თვითმფრინავები არის სილამაზე და მთელი ამ პროცესის მართვა კი, რა თქმა უნდა, ინტელექტი.

ჩემთვის ეს პროფესია ადამიანების და საკუთარი თავის უკეთ შეცნობის საშუალებაა, ძალიან ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია ხდება ყოველდღიურად, რაც მუდმივი განვითარების საშუალებას გაძლევს. ამ პროფესიამ და ადამიანებთან ურთიერთობამ უფრო თავდაჯერებული და კომუნიკაბელური გამხადა. იმდენ კომპლიმენტს ვიღებ მგზავრებისგან ყოველდღიურად, შეუძლებელია ეს ემოცია შენამდე არ მოვიდეს“.

ამბობს, რომ ყველაზე დიდი მხარდამჭერი პროფესიულ გზაზე მამაა, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს ავიაციის სფერო.

„მამას ძალიან გაუხარდა ჩემი გადაწყვეტილება გადამზადების კურსის დაწყებასთან დაკავშირებით. მასაც ძალიან უყვარს ავიაცია, მითხრა, რომ არ იქნება მარტივი, მაგრამ შენ ამას შეძლებო“.

ბორტგამცილებლის პროფესია გარკვეულ სტეორიტიპების და სირთულეების დაძლევასაც გულისხმობს.

,,გარკვეულწილად არსებობს სტერეოტიპი, რომ ბორტგამცილებელი ადამიანია ბორტზე, რომელიც მხოლოდ გიღიმის და გარკვეულ სერვისს გთავაზობს. ჩვენი მოვალეობები პირველ რიგში უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, რაც მგზავრებისთვის უსაფრთხოების წესების გაცნობის გარდა, ბორტზე ნებისმიერი ვითარების მართვას გულისხმობს. მგზავრები ჩვენ გვაკვირდებიან, როგორ ვრეაგირებთ, ჩვენი მშვიდი და თავდაჯერებული განწყობა მგზავრზეც აისახება“.

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები