დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩუღურეთის პროექტში ბინების 65% გაყიდულია - „გარდენ ჰილსი“

ჩუღურეთის პროექტში ბინების 65% გაყიდულია - „გარდენ ჰილსი“

2024-04-29 14:00:00

კომპანია „გარდენ ჰილსის“ ჩუღურეთის პროექტში ბინების 65% გაყიდულია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სალომე მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაყიდული ბინების მოცულობა ადასტურებს, რომ ძველი თბილისი უძრავ ქონებაში ინვესტირების კუთხით საინტერესო და მიმზიდველია.

„გარდენ ჰილსი“ თბილისის დეველოპერულ ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა. პროექტი ჩუღურეთში, ოთარ კაპანაძის 4-ში ხორციელდება. ეს არის მასშტაბური პროექტი, ახალი უბანი ძველ თბილისში, რომელის მსებენლობაც 30 ათას კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. შენდება 7 საცხოვრებელი და ერთი კომერციული ბლოკი. კომპანია მომავალშიც გეგმავს განვითარებას“, - ამბობს სალომე მდინარაძე.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის ინფორმაციით, პროექტი 2025 წლის ზაფხულში დასრულდება.

„ეს პროექტი საინვესტიციოდ ძალიან საინტერესოა და ზოგადად, ძველი თბილისის უბნებთან მიმართებით, ინტერესი იყო და ახლა კიდევ უფრო მზარდია. ამას მოწმობს გაყიდული ბინების რაოდენობაც. რაც შეეხება პროექტის კონკურენტულ უპირატესობას, რეკრეაციული ფართი დაახლოებით 8 ათასი კვადრატულ მეტრს მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ვისაც ოჯახები ჰყავს. პროექტის ფარგლებში აშენდება სპორტული მოედნები, საბავშვო გასართობი სივრცე, კომერციული ფართები და ეს ყველაფერი კაპიტალდაბანდებისთვის საკმაოდ მიმზიდველია“, - ამბობს სალომე მდინარაძე.

ეს ადგილი საკმაოდ ახლოა ტურისტულ აბსტრაქციებთან, „თბილისი ცენტრალთან“.

„პროექტის დაწყებამდე ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს უბანი, სადაც კომპლექსი აშენდებოდა, ისიც, რომ ირგვლივ კერძო დასახლებაა და ექსტერიერის შექმნის დროს მაქსიმალურად იზრუნეს, რომ ყოფილიყო დაბალი ინტენსივობის განაშენიანება. მაქსიმალურად შევეცადეთ, არ დაგვერღვია უბნის იერსახე და ბლოკების სიმაღლე არ ასცდენოდა ხუთ სართულს. რვავე ბლოკის ვიზუალი თითქმის იდენტურია“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

„გარდენ ჰილსი“ ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები