დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„კავეასთან“ პარტნიორობით, მოხდება IT სექტორის პოპულარიზაცია - ლინეიტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი

„კავეასთან“ პარტნიორობით, მოხდება IT სექტორის პოპულარიზაცია - ლინეიტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი

2024-01-28 15:51:00

Lineate-მაკავეა+“-ის  სერალიცვალებადი ნიშნებისერთ-ერთი გმირის სტარტაპი რეალობად აქცია დაკოდის გამავრცელებელი საზოგადოებაშექმნა

კოდირების უზარმაზარ სამყაროში ეს არის ადგილი, სადაც ყველა დამწყებ და უფროს დეველოპერს შეუძლია საკუთარ კითხვებზე პასუხის პოვნა. ჯგუფი წარმოადგენს უსაფრთხო სივრცეს რჩევების მისაღებად, გამოწვევების გასაზიარებლად და გამარჯვებების აღსანიშნავად. აქ შეძლებთ იხილოთ: რეგულარული რჩევები; პოსტები კოდირების კონცეფციების, საუკეთესო პრაქტიკისა და მოსახერხებელი ხელსაწყოების შესახებ; ჯგუფური დისკუსიები და .

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ლინეიტის  ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე აცხადებს, ჯგუფში გაწევრიანება უკვე შესაძლებელია და უახლოეს პერიოდში საინტერესო და მრავლისმომცველი კონტენტის მიწოდებას დაიწყება.

 „Lineate ქართული სერიალისცვალებადი ნიშნებისსპონსორი გახდა, სადაც პირველ სეზონში სერიალის ერთ-ერთ პერსონაჟს ჰქონდა იდეა, გაეკეთებინა კოდის წერის გამავრცელებელი საზოგადოება, მსგავსად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, რომელიც დაარსა დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა.

Lineate-მა კი გადაწყვიტა სერიალის პერსონაჟის იდეა რეალობად ექცია - სწორედ, ამიტომ შევქმენით ჯგუფი, სადაც დამწყები ან უკვე შემდგარი პროგრამისტები გაერთიანდებიან და ჩვენ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით გავზარდოთ ინდუსტრიის ცნობადობა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ასევე, იქნება პლატფორმა, სადაც ეს ადამიანები ერთმანეთთან აზრებს გაცლიან. ვიღაცას შესაძლოა დახმარება სჭირდებოდეს კოდის წერისას ან პროექტზე მუშაობისას - მათ დახმარებას ჯგუფის წევრები სწრაფად შეძლებენ. ჩვენი თანამშრომლები ჯგუფის წევრები იქნებიან, საუბარი მაქვს ტექ ინდუსტრიის წამყვან ინჟინერებზეისინი აქტიურად ჩაერთვებიან ჯგუფის საქმიანობაში. ეს პლატფორმა შეიქმნა განათლების დონის ამაღლების კუთხით, რისთვისაც ჩვენი მხრიდან მომზადდება შესაბამისი კონტენტი.

ჩვენთვის პირველ რიგში ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოხდება სექტორის პოპულარიზაცია. რათა მეტმა ადამიანმა ამ მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა და ასევე ვიპოვოთ საინტერესო ადამიანები სამომავლო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

კოდის გამავრცელებელი საზოგადოების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები