დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაღალი გადასახადები, არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს ქართულ ლოკალურ IT მარკეტს -  Redberry-ს მმართველი პარტნიორი

მაღალი გადასახადები, არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს ქართულ ლოკალურ IT მარკეტს - Redberry-ს მმართველი პარტნიორი

2024-03-12 13:00:00

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც ICTA ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაცია ახელისუფლებო წრეებთან გააჟღერებს, უცხოური და ქართული IT კომპანიების ერთნაირ საგადასახადო რეჟიმში მოქცევაა. 

ამ კითხით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს Redberry-ს მმართველი პარტნიორი ლევან კეცხოველი. 

მაღალი გადასახადები, არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს ქართულ ლოკალურ IT მარკეტს. სულ მცირე შედეგი, რაც ამ რეფორმას ექნება ისაა, რომ ქართულ კომპანიებში დასაქმებულთათვის ხელფასი გაიზრდება, რადგან საშემოსავლო გადასახადი იქნება 5%. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ასევე სექტორი არ იქნება შეზღუდვა, საერთაშორისო კომპანიაა თუ ადგილობრივი, დარგი წახალისებული იქნება“, - ამბობს ლევან კეცხოველი. 

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაცია 2020 წელს დაარსდა, როდესაც საქართველოში IT სექტორი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. საერთაშორისო კომპანიის სტატუსმა და მიმზიდველმა ბიზნეს გარემომ, საქართველო მომხიბვლელი გახადა საერთაშორისო კომპანიებისთვის, შედეგად 2023 წლის მდგომარეობით 100-მდე საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანია ოპერირებს საქართველოში, მათ შორის ასოციაციის წევრებიც.

დღევანდელი მონაცემებით ასოციაციის წევრები ასაქმებენ 7000-მდე ადამიანს საქართველოში, მათ განახორციელეს 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია და საკუთარი ძალებით გადაამზადეს 3000-მდე ახალგაზრდა ტექნოლოგიების მიმართულებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები