დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლინეიტის Dev School-ის ახალ პროგრამაზე  განაცხადების მიღება დაიწყო

ლინეიტის Dev School-ის ახალ პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

2024-04-03 14:36:00

2 აპრილიდან , 30 აპრილის ჩათვლით ლინეიტი აცხადებს მიღებას პროგრამული უზრუნველყოფის გადამზადების პროგრამაზე -  Dev School : Code Camp . ერთ თვიანი Front-End პროგრამის ფარგლებში, დამწყებ დეველოპერებს შესაძლებლობა ეძლევათ : დაეუფლონ მომავლის პროფესიას, დასაქმდნენ საერთაშორისო  კომპანიაში და  იმუშაონ დარგის პროფესიონალებთან.
ახალი პროგრამის მთავარი მესიჯია : გზა პროფესიული წარმატებისკენ ,

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს.

Lineate-ის მიზანია, წვლილი შეიტანოს საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ კეთილდღეობაში.
საქართველოში ოფისი Lineate-მა 2022 წელს  დააარსა. მიზანი აშშ-ისა და ევროპის ბაზრებზე საქმიანობის გაფართოება და კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესება იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ:

  • განვახორციელეთ $14-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში;
  • შევქმენით 200-მდე სამუშაო ადგილი;
  • დავიწყეთ პროგრამა Lineate Dev School, რომლის ფარგლებში 500 კანდიდატიდან, გადარჩევის შედეგად გადავამზადეთ 25 სტუდენტი და  დავასაქმეთ 5 .
  • ქუთაისის საერთაშორისო და თავისუფალ უნივერსიტეტში სტიპენდია დავუნიშნეთ კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის წამყვან სტუდენტებს
  • განათლების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ 6 წამყვან უნივერსიტეტთან; 
  • მხარი დავუჭირეთ საერთაშორისო Grace Hopper Award-ის პროგრამას, რომელიც აღიარებს ქალების წვლილს ქართული ICT-ინდუსტრიის განვითარებაში;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები