დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისათვის ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერაში“ კატარაქტის და გლაუკომას დიაგნოსტიკა უფასოა - თორნიკე ოთიაშვილი

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისათვის ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერაში“ კატარაქტის და გლაუკომას დიაგნოსტიკა უფასოა - თორნიკე ოთიაშვილი

2024-04-25 22:16:00

ლიბერთისა და  ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთი თვის წინ გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე. 

რატომ არის ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანი და რა სარგებელს მოუტანს იმ ადამინებს, ვისთვისაც ხელმიაწვდომია ლიბერთის სოციალური ბარათი, ამ საკითხზე ჩიჩუების ცენტრის მოწვეული ლექტორი, ოფთალმოლოგ-ქირურგი თორნიკე ოთიაშვილი საუბრობს:

„უპირველეს ყოვლისა, ლიბერთი ბანკსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრმზერასშორის გაფორმებული მემორანდუმი ექიმებს გვაძლევს ძალიან კარგ საშუალებას, რომ დავეხმაროთ და მხარში დაუდგეთ ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს პენსიონერებს, რომელთაც ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ.

საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ჩიჩუების სამედიცინო ცენტრიმზერაჩვენს უფროს თაობას გაუწევს სკრინინგს, გაუკეთებს დიაგნოსტირებას ორ მნიშვნელოვან დაავადებაზე ოფთალმოლოგიაში, რომელიც საკმაოდ ხშირია. საუბარია გლაუკომასა და კატარაქტაზე “, - ამბობს თორნიკე ოთიაშვილი.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე. ასევე ამ მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველ შაბათს ჩატარდება კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგი. მომსახურების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენა.

„გლაუკომასა და კატარაქტაზე დიაგნოსტიკა რა თქმა უნდა სრულიად უფასოდ მოხდება. სკრინინგი ტარდება ყოველ შაბათს. პაციენტებს შეუძლიათ, რომ სპეციალური ცხელი ხაზის გამოყენებით ჩაეწერონ ვიზიტზე და როდესაც ისინი მოვლენ სამედიცინო ცენტრში ვიზიტზე, მათ კონსულტაციას გაუწევთ პროფესიონალი ოფთალმოლოგი, რომელიც სრულად გამოიკვლევს პაციენტების თვალებს ამ ორ დაავადებაზე და მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას, დაუნიშნავს მკურნალობასა და დაეხმარება მხედველობის მომატებასა და სტაბილიზაციაში“, - ამბობს თორნიკე ოთიაშვილი.

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი ,, მზერა“, ლიბერთის მომხმარებლებს მომსახურებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენის შემდგომ გაუწევს. საყურადღებოა ის, რომ უფასო სკრინინგის მომსახურება არ გავრცელდება სამედიცინო ცენტრის არსებულ პაციენტებზე. რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით სპეციალური ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ სერვისებზე :

  • - 50%  ზოგადი ქირურგის კონსულტაცია
  • - 50%  პროქტოლოგის კონსულტაცია
  • - 50%  გინეკოლოგის კონსულტაცია
  • - 50%  მამოლოგის კონსულტაცია
  • - 30%  ოფთალმოლოგის კონსულტაცია

 

  • - 30% გასტროენტეროლოგის კონსულტაცია

 

  •  - 30% კარდიოლოგის კონსულტაცია

 

  •  - 30% ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
  • 30% ნევროპათოლოგის კონსულტაცია

 

 

 

 

 

  • - 20%  თვალის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT)
  • - 20% პერიმეტრია (მხედველობის ველის შემოწმება)
  • - 20% თვალისა და თვალბუდის ულტრაბგერითი გამოკვლევა B-სკანირება
  • - 20% თვალის ფსკერის ფოტოანგიოგრაფია

 

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

ვიზიტის დასაჯავშნად მიმართეთ:

Tel  0322117711; 596565588

Facebook https://www.facebook.com/chichuamedicalcentermzera/?locale=ka_GE

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები