დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინნ დეველოპმენტი გლდანში მეგა პროექტს იწყებს

ინნ დეველოპმენტი გლდანში მეგა პროექტს იწყებს

2024-05-06 11:26:00

„დაახლოებით ერთ თვეში, გლდანში, ვეკუას ქუჩაზე დავიწყებთ მეგა პროექტს. რომელსაც მალე დავაანონსებთ და აქაც საწყის ეტაპზე კარგი და ლოიალური ფასები გვექნება“, - ამის შესახებ Business Insuder Georgia-ს ინნ დეველოპმენტის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ კანთელაძემ განუცხადა.

ინნ დეველოპმენტის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი პროექტის სხვა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ პროექტის ფარგლებში ფასები ხელმისაწვდომი იქნება.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, დიდ დიღომში მასშტაბური პროექტის ნაწილს 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

„ახლა ვახორციელებთ ყველაზე დიდ პროექტს დიდ დიღომში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე 40 ნომერში 15 ათას კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა. მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება 2024 წლის ბოლოს, ხოლო მეორე ეტაპი 2025 წლის ბოლოს. 2024 წლის ბოლოს პირველი ორი კორპუსი დასრულდება, იქ უკვე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი ყველა პროექტი დასრულებულია.

საქართველოს ბანკის დეველოპერი კომპანია ვართ და ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები, რაც შეიძლება ჩვენს მომხმარებელს აინტერესებდეს, არის ის, რომ ბაზარზე ჯანსაღი და კონკურენტული ფასით ვართ წარმოდგენილი“, - ამბობს თამარ კანთელაძე.

ინნ დეველოპმენტი სასტუმრო ბიზნესის შემდეგ დეველოპერულ ბაზარზე შემოვიდა. კომპანიამ პირველი საცხოვრებელი სახლი ვაშლიჯვარში ააშენა.

„დიდი დიღომი ინნ“-ის ჯამური ინვესტიცია 60 მლნ ლარია და ის 100%-ით „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროების ქართული ქსელი ,,ინნ ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის განხორციელებული პროექტებია: საცხოვრებელი კომპლექსი ვაშლიჯვარში „რენესანსი“, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“, აპარტამენტები „ბაკურიანი ინნ“, სასტუმრო „ივერია ინნ“, სასტუმრო „გუდაური ინნ“, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, სასტუმრო „გორი ინნ“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები