დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახდენს

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახდენს

2024-05-06 10:00:00

ქვეყანაში შაქრის იმპორტი 45%-ითაა შემცირებული. საქსტატის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 12,734.82 ტონა შაქარი იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22,961.11 ტონა. შესაბამისად კლება 44,5%-ია.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის საერთო ღირებულებამ 10,226.08 ათასი დოლარი შეადგინა, გასული წლის იანვარ-მარტში კი 15,469.78 ათასი დოლარი.

პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული შაქრის 39%-ი საფრანგეთზე მოდის, ხოლო 23%-ი თურქეთზე.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შაქრის იმპორტი განახორციელა:

საფრანგეთი - 4,930.18 ტონა

თურქეთი - 2,873.83 ტონა

ნიდერლანდები - 2,462.00 ტონა

ბელგია - 1,485.00 ტონა

მარიკო - 572.00 ტონა.

ბოლო წლების სტატისტიკით საქართველო ყოველწლიურად 120 000 ტონიდან 151 000 ტონამდე შაქარას ყიდულობს. 2023 წლის მაჩვენებლები კი ქვეყანამ 144,727.54 ტონა შაქარი იყიდა, რაშიც 99,698.96 ათასი დოლარი გადაიხადა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები