დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუდის ადგილობრივი წარმოება ზრდას აჩვენებს

ლუდის ადგილობრივი წარმოება ზრდას აჩვენებს

2024-05-10 17:00:00

ლუდის ადგილობრივი წარმოება ზრდას აჩვენებს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, აქციზის გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ლუდის რეალიზაციიდან 5,2%-ითაა გაზრდილი.

2024 წლის პირველ კვარტალში აქციზის გადასახადის სახით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ლუდის რეალიზაციიდან ბიუჯეტში 10,693,605.49 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდი კი 10,165,069.62 ლარი.

 ადგილობრივი წარმოების ზრდის ფონზე საანგარიშო პერიოდში შემცირებულია აქციზის გადასახადი იმპორტირებული ლუდის რეალიზაციიდან. კლება 7%-ის დონეზეა.

2024 წლის პირველ კვარტალი ბიუჯეტში იმპორტირებული ლუდის რეალიზაციიდან მიღებული აქციზის გადასახადმა 1,235,766.01 ლარი შეადგინა, 2023 წლის იანვარ-მარტში კი 1,328,594.94 ლარი.

რაც შეეხება ადგილობრივი ლუდის წარმოებას წლიურ ჭრილში 2023 წელს ბაზარი 5,3%-ით გაიზარდა და რეალიზებული პროდუქციის მიხედვით, ლუდის აქციზიდან ბიუჯეტში 64 მლნ ლარზე მეტი შევიდა.

უფრო კონკრეტულად, აქციზის გადასახადის სახით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ლუდის რეალიზაციიდან ბიუჯეტში შესული თანხის სტატისტიკა ასეთია

  • 2023 წელი - 64,412,268.32 ლარი
  • 2022 წელი - 61,167,691.07 ლარი
  • 2021 წელი - 61,860,250.59 ლარი
  • 2020 წელი - 46,432,845.83 ლარი.

უახლესი

2 საათის წინ

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები