დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა ექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ტექ-ეკოსისტემის განვითარებაზე - გიორგი ციკოლია

რა გავლენა ექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ტექ-ეკოსისტემის განვითარებაზე - გიორგი ციკოლია

2024-03-07 16:00:00

რა გავლენა ექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ტექ- ეკოსისტემის განვითარებაზე, ამ საკითხზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან, ამერიკული IT კომპანიის Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში ისაუბრა.  

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ყველა ჩვენს ინვესტორს და კლიენტს გავუზიარე პატარა ანალიზი იმისა, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რამდენად დადებითად აისახება ზოგადად რეგიონზე.  

ბევრი მათგანმა მიპასუხა. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ყველა ამერიკული კომპანიაა და ინვესტორებისგან  პასუხად მოვიდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მათთვის  დადებითი და კარგი სიახლეა. მათი შეფასებით ქვეყანასთან მიმართებით სანდოობა იზრდება. ბევრმა ინვესტორმა  გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და რეგიონიც საკუთარი თვალით ნახონ“, - განაცხადა ციკოლიამ. .

მისივე თქმით, აქ მთავარი გზავნილი ისაა, რომ ჩვენ ვართ დიდი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.

„შესაბამისად მოლოდინია, რომ როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე სხვა კუთხით ანალოგიური პროცესები გვაქვს და ანალოგიური მიდგომა გვაქვს ბიზნესის კეთებასთან მიმართებით“- აღნიშნა IT კომპანიის Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტმა

2023 წლის 14 დეკემბერს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

45 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები