დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან - რჩევები

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან - რჩევები

2023-05-18 16:08:35

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს კიბერთაღლითობის თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხოების შესახებ რჩევებს აძლევს. 

„უკანასკნელ პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებლები  სხვადასხვა სერვისების დავალიანების თაობაზე, დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნით sms შეტყობინებას იღებენ. გაფრთხილდით - ეს შესაძლოა კიბერთაღლითების მცდელობა იყოს, მოიპოვონ ბარათის მონაცემები და მიითვისონ თანხა ანგარიშიდან“, - ნათქვამია საბანკო ასოციაციის ინფორმაციაში..

როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ არ გავხდეთ მსგავსი თაღლითური შემთხვევების მსხვერპლი?

1. არ გახსნათ უცნობი გამომგზავნისგან მიღებული შეტყობინებინება და არ გადახვიდეთ უცნობ ბმულებზე

2. არასდროს გააზიაროთ ფინანსური ინფორმაცია და საბარათე მონაცემები ტექსტური შეტყობინებით ან უცნობ ვებ-გვერდზე

3. მიმდინარე მომსახურების დავალიანება შეამოწმეთ მხოლოდ თქვენთვის აქამდე ნაცნობ სივრცეში (უშუალოდ მომწოდებლის ვებ-გვერდზე, ინტერნეტ/მობილ ბანკში, ცხელ ხაზზე და ა.შ.), მომწოდებელთან აქტიურად დაკავშირებით

4. უცნობი გამომგზავნისგან მიღებული sms ან ელ-ფოსტაზე შეტყობინება წაშალეთ გაუხსნელად და დაბლოკეთ გამომგზავნი

5. როგორც კი აღმოაჩენთ, რომ თაღლითურ ვებ-გვერდზე გააზიარეთ საბარათე მონაცემები, უმალვე დაბლოკეთ ბარათი ინტერნეტ-ბანკში ან დაუკავშირდით ბანკის ცხელ ხაზს დასაბლოკად.

6. ყოველთვის ყურადღებით იყავით ისეთი შეტყობინებების მიმართ, რომლებიც თქვენი მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი ფინანსური და საბარათე მონაცემების შეყვანას.

ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს კიბერთაღლითობის მსხვერპლი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მეტი სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და დავიცვათ კიბერჰიგიენის წესები. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები