დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძირითადი კიბერსაფრთხეები და საბაზისო რჩევები ჩვენი ფინანსების დასაცავად

ძირითადი კიბერსაფრთხეები და საბაზისო რჩევები ჩვენი ფინანსების დასაცავად

2023-07-26 18:19:07

მუდმივად მზარდი კიბერსაფრთხეების გათვალისწინებით, რაც ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, განსაკუთრებით ციფრული სერვისების აქტიური გამოყენებისას,  უმნიშვნელოვანესია ვიცნობდეთ კიბერშეტევების შესამცირებლად საბაზისო წესებს, ვფლობდეთ ელემენტარულ კიბერჰიგიენას, რითაც ხელს შევუწყობთ წარმატებული კიბერშეტევების რაოდენობის კლებას და თავს ავარიდებთ ფინანსურ ზიანს.

ფინანსური ინსტიტუტი უზუნველჰყოფს ჩვენს ფინანსებზე წვდომისთვის დაცულ არხებს, გვაწვდის უმაღლესი უსაფრთხოების სტანდარტებით დამზადებულ საგადახდო საშუალებას (საბანკო ბარათს) და სისტემებს, თუმცა მას შემდეგ რაც ფინანსებზე წვდომისთვის საჭირო ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელს და პაროლს, საგადახდო ბარათს და პინ-კოდს გადმოგვცემს, ჩვენი, როგორც მომხმარებელების, ვალდებულებაა ინფორმირებული და ფრთხილი ქცევით დავიცვათ ისინი, ასევე ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება, სწორედ კიბერჰიგიენის საბაზისო რჩევების გათვალისწინებით:
 

1. არ დააჭიროთ ბმულებს და არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ უცნობი ფაილები (ეს განსაკუთრებით კრიტიკულია ხელოვნული ინტელექტის გამოყენების პირობებში კიბერთაღლითების მიერ - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გაცილებით დიდ მასშტაბს იძენს ფიშინგ შეტევები - AI-ის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ავტომატიზირებული, ბევრად აგრესიული და კოორდინირებული შეტევის განხორციელება).

2. გაააქტიურეთ ორმაგი ავთენტიფიკაცია ყველა ანგარიშზე (სოც.მედია და ა.შ.);

3. სისტემატიურად განაახლეთ ყველა მოწყობილობა (ტელეფონი, ლეპტოპი), განაახლეთ ბროუზერები,არ დაიმახსოვროთ ბროუზერში საბარათე მონაცემები;

4. მობილური აპლიკაციები გადმოწერეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროდან: AppleStore ან Playstore-დან და აპლიკაციებს მიეცით მხოლოდ მინიმალური და აუცილებელი დაშვებები;

5. ონლაინ ვაჭრობა განახორციელეთ https//-ით დაცულ და ნაცნობ გვერდებზე, ონლიან ვაჭრობისთვის გამოიყენეთ ცალკე ბარათი ან ბარათზე განთავსებული გქონდეთ მხოლოდ მცირე რაოდენობის თანხა;

6. არ გააზიაროთ ინტერნეტ-ბანკის და საბარათე მონაცემები უცნობ და საეჭვო ვებ-გვერდებზე და მაშინ, როდესაც თქვენ ხართ თანხის მიმღები (გზავნილის მიღება, ნივთის გაყიდვისგან მისაღები თანხა, უძრავი ქონების გაქირავება და ა.შ.).

7. ყველა ანგარიშზე დააყენეთ რთული პაროლი (ფრაზები) და არავის გაუზიაროთ ის
 

განსაკუთრებით ზაფხულში, შვებულების და მოგზაურობის აქტიურ პერიოდში გავითვალისწინოთ შემდგი რამდენიმე რჩევა -
 

8. შექმენით თქვენთვის მნიშნელოვანი ინფორმაციის სარეზერვო ასლები და შეინახეთ ის სხვა მოწყობილობაზე, ღრუბლოვან სისტემაში ან განცალკავებულად (ლეპტოპის მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში ინფრომაციის ასლები შენახული გექნებათ);
 

9. არ გამოიყენოთ ღია დაუცველი WiFi კავშირი ვაჭრობისთვის და ი-ბანკში შესასვლელად, ნაცვლად გამოვიყენოთ მობილური ინტერნეტი. გამორთეთ WiFi და Bluetooth, როდესაც მათ არ ვიყენებთ. გამოვიყენოთ VPN დაცული არხი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან შიდა რესურსებთან წვდომისთვის
 

10. როდესაც სოციალურ ან სისტემურ ანგარიშებზე (ელ-ფოსტაზე და სხვ) შევდივართ უცხო მოწყობილობიდან ან გარემოდან, ყოველთვის სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოვიდეთ Sign out-ით და გავწმინდოთ მუშაობის ისტორია.  

 

საქართველოს საბანკო ასოციაცია გისურვებთ უსაფრთხოებას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები