დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პერსონალური კომპიუტერის უსაფრთხოება

პერსონალური კომპიუტერის უსაფრთხოება

2023-11-03 15:24:40

 

კომპიუტერმა და ინტერნეტმა ზოგადად ჩვენი პირადი და საქმიანი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი შეცვალა.

დღეს კომპიუტერი წარმოადგენს გარდაუვალ აუცილებლობას, თუმცა მის გამოყენებას გარკვეული რისკები ახლავს თან.

ჩვენ ვინახავთ დიდი რაოდენობით კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც კიბერთაღლითებისთვის სასურველ სამიზნეს წარმოადგენს, ამდენად მნიშვნელოვანია, სათანადოდ დავიცვათ პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც ჩვენთვის ღირებული ინფორმაცია ინახება, რათა ამ ინფორმაციის მოპოვება თაღლითების მიერ არ მოხდეს.

რას გულისხმობს და როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური კომპიუტერების უსაფრთხოება პირველ რიგში, არასდროს ისარგებლოთ უცნობი, მესამე მხარის წყაროებით (ე.წ. ტორენტები) აუდიო, ვიდეო თუ სხვა მასალების გადმოსატვირთად თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე.

ასევე, სასურველია არ დაიმახსოვროთ საბარათე მონაცემები პერსონალურ კომპიუტერზე, თუ თქვენს გარდა მას სხვაც იყენებს.

ფიშინგის თავიდან არიდების მიზნით, არასდროს დააჭიროთ საეჭვო ბმულებს და არასდროს ჩამოტვირთოთ საეჭვო უცნობი ფაილები, ვინაიდან მათი მეშვეობით შესაძლებელია თქვენს კომპიუტერში მავნე პროგრამების შეღწევა.

ფრთხილად იყავით გარე მატარებლებთან: თუ თქვენთვის უცნობია გარე მატარებლის წარმოშობა და შიგთავსი, არასდროს დააერთოთ ის თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე.

პერსონალური კომპიუტერის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რამდენიმე რჩევა:

  • სისტემატურად დააყენეთ ოპერაციული სისტემის განახლებები, სასურველია განახლებების ავტომატური რეჟიმი გქონდეთ გააქტიურებული;
  • დააყენეთ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იქნება სანდო მწარმოებლისგან მოწოდებული;
  • ფრთხილად და შეზღუდულად გაასანდოეთ მოწყობილობა;
  • ჩაკეტეთ თქვენი პერსონალური მოწყობილობები ძლიერი პაროლით ან ბიომეტრიული ფუნქციის გააქტიურებით, რომ დაიცვათ ის არაავტორიზებული წვდომისგან;
  • მუდმივად განაახლეთ საძიებო სისტემები/ბრაუზერები; 
  • გადმოწერეთ მხოლოდ სანდო პროგრამები, რომლებიც ოფიციალურად არის მისაწვდომი მწარმოებლების ცნობილ პლატფორმებზე;
  • დაცვის გასაძლიერებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პერსონალური კომპიუტერის მყარი დისკის შიფრაციის ფუნქცია (Encrypt your Hard Drive).

გახსოვდეთ, თქვენი პერსონალური მოწყობილობების და ფინანსების უსაფრთხოება თქვენს სწორ, ინფორმირებულ, კიბერფრთხილ ქცევაზეა დამოკიდებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები