რა გეგმები აქვს ITკომპანია Lineate- საქართველოში 2024 წელს, ამ საკითხზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან, ამერიკული IT კომპანიის Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში ისაუბრა.
მისი თქმით, 2023 წელი რთული იყო ინდუსტრიისთვის, თუმცა ამის მიუხედავად, კომპანია საქართველოში სოლიდური ინვესტიციების განხორციელებას აპირებს.
„ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას. ისევე, როგორც ყველა სხვა ინდუსქტრიაში დამოკიდებული ვართ, თუ როგორია ზოგადად ეკონომიკური პროგნოზი აშშ-ში. შარშანდელი წელი ოდნავ რთული იყო ინდუსტრიისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი ამერიკაში დაიწყო იმით, რომ ბევრმა ტექკომპანიამ შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა, ჩვენ პირიქით ვიზრდებით.
თანხებს და ინვესტიციებს ვდებთ ახალ ინდუსტრიებში და ანალოგიურად საქართველოშიც ვაპირებთ დაახლოებით 8-10 მლნმდე ინვესტიციის განხორციელებას და წლის ბოლომდე რამდნეიმე ათეული ახალი თანამშრომლის აყვანას“, - განაცხადა გიორგი ციკოლიამ.
უახლესი
2 საათის წინ
რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კონცენტრაციისას