დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
T0P 5 საკონდიტრო კომპანია საქართველოში - ვინ არიან მფლობელები

T0P 5 საკონდიტრო კომპანია საქართველოში - ვინ არიან მფლობელები

2023-05-27 20:29:31

საქართველოში ბრუნვის მიხედვით კაკაოს, შოკოლადისა და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის ყველაზე დიდი  კომპანიები ცნობილია (2022 წლის წინასწარი მონაცემები) 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 საკონდიტრო კომპანია  გამოიკვეთა: 

  • შპს ბარამბო - ბრენდი ბარამბო
  • შპს სვიიტსტარი
  • შპს.ქართული კარამელი
  • შპს ჯეოლაინი
  • შპს ბაზიერი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

შპს ბარამბო - 2009 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავსმარი ჩოჩელი,- 25% უჩა კაპანაძე, 22.5%, ინგა ხუციშვილი - 11.25%, „ბარამბოს“ დირექტორია -  იაგო ჩოჩელი. 

შპს სვიიტსტარი - 2009 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს -  თინათინი კირვალიძე -40%, ანზორ სულიაური - 50%, თეიმურაზ კურცხალია -10%, კომპანიის დირექტორია - ანზორ სულიაური. 

შპს ქართული კარამელი - 2004 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% მამუკა ქადაგიშვილი ფლობს. 

შპს ჯეოლაინი - 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს - გიორგი ციცქიშვილი- 33%; დიმიტრი ტატიშვილი - 33%; გიორგი კილაძე - 34%. კომპანიის დირექტორია გიორგი ციცქიშვილი. 

შპს ბაზიერი - 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% მარი მანდარია ფლობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები