ჩვენ ვგეგმავთ, GITA-თან ერთად გადამზადების კომპონენტში განვაგრძოთ თანამშრომლობა. ასევე გვაქვს შიდა გადამზადების პროგრამაც, - ამის შესახებ Lineate -ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა თორნიკე სულაბერიძემ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც GITA-მ წლიური ანგარიში წარადგინა.
თორნიკე სულაბერიძემ ასევე საქართველოში „ლინეიტის“ შემოსვლის მიზეზებსა და 2024 წელს დაგეგმილი აქტვობებზე ილაპარაკა.
„ჩვენი კომპანია 2022 წელს შემოვიდა საქართველოში. მას შედეგ ჩვენ უკვე დავასაქმეთ 150 ადგილობრივი. ასევე ჩვენთან საშუალო ხელფასი არის 4 200 დოლარი. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ შემოგვეტანა დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაორმაგოთ ჩვენი ოფისების რაოდენობა საქართველოში და დასაქმებულთა რაოდენობა გავზარდოთ 300-მდე.
ასევე მომავალი წლის განმავლობაში დამატებით $10 მილიონის ინვესტიციას ვგეგმავთ საქართველოში. ჩვენთვის საკმაოდ მიმზიდველი იყო ბიზნეს-კლიმატი, ჩვენ ვისარგებლეთ საერთაშორისო კომპანიის სტატუსით. ასევე ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ, რომელმაც ისარგებლა FDI- გრანტით“,- განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.
უახლესი
11 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა