დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კაკაოს ფასმა ბირჟაზე 1977 წლის რეკორდს ორჯერ გადააჭარბა

კაკაოს ფასმა ბირჟაზე 1977 წლის რეკორდს ორჯერ გადააჭარბა

2024-04-18 10:47:00

კაკაოს მარცვლების მსოფლიო ფასმა ტონაზე 11 ათას დოლარს გადააჭარბა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კაკაოს ამჟამინდელი ფასი ორჯერ აღემატება 1977 წლის რეკორდს.

ამის შესახებ ICE Futures ბირჟის მონაცემები მოწმობს.

კაკაოს მარცვლის მაისის ფიუჩერსების ფასი დღევანლელი ვაჭრობისას 11 068 დოლარამდე გაიზარდა ტონაზე. წლის დასაწყისიდან კაკაოს ფასი უკვე გაორმაგდა.

კაკაოს მარცვლების ფასის წინა რეკორდი 26 მარტს დაფიქსირდა. მაშინ ნედლეულის ღირებულებამ ისტორიაში პირველად ტონაზე 10 ათას დოლარს გადააჭარბა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

15 საათის წინ

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები