დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქალაქებისა და კურორტების განვითარების მილიარდიანი პროგრამა უპრეცედენტოა - ირაკლი ქარსელაძე

ქალაქებისა და კურორტების განვითარების მილიარდიანი პროგრამა უპრეცედენტოა - ირაკლი ქარსელაძე

2023-04-18 15:40:54

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ქალაქებისა და კურორტების განვითარების მილიარდიანი პროგრამა უპრეცედენტოა. 

„ეს არის პირველი ეტაპი, რომელზეც ეს 11 მდებარეობა შეირჩა. აქ არის წარმოდგენილი, როგორც ქალაქები,ასევე კურორტები იმდაგვარი სახით, რომ მათი არეალური განვითარება მოხდეს და ის დიდი პოტენციალი რაც გააჩნიათ არა მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის არამედ იმ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომელიც ამ არეალებს ახალი მიზიდულობის ცენტრად წარმოაჩენს და შემდგომში სხვა უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას მისცემს.

ბორჯომის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ, ძველი ისტორიული ბორჯომის ცენტრალურ პარკზე, ამ არეალზეა საუბარი. ფაზებად განხორციელდება, განსაზღვრული დროა საჭირო, თუმცა, იმ ხუთ წლიან პერიოდში მთლიანად იქნება მოცული.

ქუთაისზეც ანალოგიურად, ესაა ძველი ისტორიული ქუთაისი, რომელიც მოიცავს არეალს ნიუპორტის ქუჩიდან, ასევე წითელი და ჯაჭვის ქუჩას. ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის ბოტანიკური ბაღის განახლება, ეს საინტერესო ატრაქციაა, როგორც შინაარსობრივად, ისე ტურისტული თვალსაზრისით. 

თელავზე მოიაზრება ბატონის ციხის ტერიტორია. ასევე ციხის კონცეფციის განვითარება და შემდგომში განხორციელება. 

დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებისთვის მომზადდება კონცეფციები. სტაფანწმინდასათან ერთად საუბარია ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე. სოფელი გერგეთის სრული განახლება ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 

მართლა მნიშვნელოვანი შინაარსის პროგრამაა და ყველა ამ განახლებულ არეალში, შესაძლებელი იქნება კერძო ბიზნესის აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 

მისივე თქმით, ასევე იგეგმება თელავისა და ქუთაისის თეატრების რეაბილიტაცია. 

მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამისთვის ერთი მილიარდი ლარი გამოიყოფა, შერჩეულია 11 ლოკაცია და სამუშაოები მალე დაიწყება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები