დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქარხნები რითეილს პურს 10 თეთრით უფრო იაფად მიაწვდიან - მალხაზ დოლიძე

ქარხნები რითეილს პურს 10 თეთრით უფრო იაფად მიაწვდიან - მალხაზ დოლიძე

2023-04-03 15:20:16

საქართველოში პურზე ფასის კლებაა მოსალოდნელი. აღნიშნულის შესახებ ანონსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ უკვე გააკეთა. 

პურზე ფასის შემცირებაზე მზაობას აცხადებენ პურის მწარმოებელებიც. 

როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, წარმოება პურის გასაიაფებლად მზადაა. 

„ფაქტობრივად ფქვილზე ფასი შემცირდა. ფქვილი ძირითადი კომპონენტია ფასწარმოქმნაში. მეპურეები ამისთვის ვემზადებით და ფასის შემცირების საშუალება გვექნება, მაგრამ კარგი იქნება თუ ელექტროენერგიის და გაზის ტარიფიც გადაიხედება. როცა დოლარი გაძვირდა ფასი ამ მიმართულებითაც გაიზარდა.

ვფიქრობ, წარმოება ფასის შესამცირებლად მზადაა, მაგრამ რითეილი რას იზამს ეს არ ვიცი. ჩვენ პურს 10 თეთრით უფრო იაფად მივაწვდით და ვნახოთ რას იზამენ“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მისი განმარტებით, დღეს 1 ტომარა ფქვილი 54 ლარი ღირს. მაღაზია კი 500 გრამიან პურს 1,5 ლარად ყიდის.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, წარმოება პურის გასაიაფებლად მზადაა. დღეს რითეილს 500 გრამიანი პური ქარხნიდან 1,10 ლარად გააქვს და მაღაზიებში 40 თეთრიანი ფასნამატით ყიდის, რაც საკმაოდ მაღალია. ახლა ამ მოცულობის პურს ქარხნები რითეილს 1 ლარად მიაწვდიან“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფქვილის ფასის შემცირება, პურის ღირებულებაზე უნდა აისახოს.

ამის შესახებ ღარიბასვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიკამენტების, სურსათისა და საწვავის ფასების კლების დინამიკაზე საუბრისას განაცხადა. 

„გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ასევე საუბარი გვქონდა პურის მწარმოებლებთან და მოლოდინი გვაქვს, რომ მათგანაც შესაბამისად იქნება ასახვა, რადგან ფქვილის ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, ეს პურის ფასზე უნდა აისახოს.

ოთარ შამუგია ესაუბრა ამ დარგის წარმომადგენლებს და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები