დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე უმეტესად გაიაფდა - გალტ & თაგარტი

ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე უმეტესად გაიაფდა - გალტ & თაგარტი

2023-08-07 14:25:28

გალტ & თაგარტის მიმოხილვის თანახმად, 31 ივლისი – 4 აგვისტოს კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა და წინა კვირასთან შედარებით უმეტესად მინუსშია.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 31.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და +12.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 175 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.70 - 32.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.00% წინა კვირასთან შედარებით და +7.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 69 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.10 - 25.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 24 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.18 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.76% წინა კვირასთან შედარებით და +8.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 53 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.10 - 9.34 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 20 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები