დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქართული ორნამენტი“ ბრენდის განვითარების შემდეგ, საკუთარი წარმოების გახსნას გეგმავს

„ქართული ორნამენტი“ ბრენდის განვითარების შემდეგ, საკუთარი წარმოების გახსნას გეგმავს

2024-04-18 19:10:00

„ქართული ორნამენტი“ 8 თვეა რაც დაფუძნდა, თუმცა როგორც Business Insider Georgia-ს ამ მიმართულების ხელმძღვანელმა ინმა სოხაძემ განიცხადა, ოპერირების დაწყებიდან მცირე დრო გავიდა, თუმცა ბიზნესმა გაამართლა და ბრენდის განვითარების პარალელურად საწარმოს შექმნასაც გეგმავენ.

ყველაფერი კი თამაშით დაიწყო.

„ორგანიზაცია, რომელმაც ეს წარმოება დააარსა, წლებია როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელოვნება - საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“ ისე მუშაობს.  ორგანიზაცია მუშაობდა სხვადასხვა სახელოვნებო პროექტებზე, მათ შორის არაფორმალურ ინკლუზიურ განათლებაზე შემდეგ ერთი სოციალური და ერთი კრეატიული საწარმო დააარსა, რომლის ნიმუშადაც ითვლება „ქართული ორნამენტი“. - ამბობს ინა სოხაძე. 

რატომ „ქართული ორნამენტი“ ? ამ კითხვაზე ბრენდი წარმომადგენელი ასე პასუხობს:

„პანდემიის დროს გვქონდა, არაფორმალური ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულება.  მაშინ ვქმნიდით სხვადასხვა საგანმანათლებლო ტიპის რესურსებს შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდებისთვის. ერთ-ერთი ასეთი რესურსი შევქმენით „ქართული ორნამენტის“ სამაგიდო თამაში, რომელიც ფსიქოლოგთან და განათლების ექსპერტთან ერთად შეიქმნა და შემდეგ იტესტებოდა და ეგზავნებოდათ ბავშვებს. ეს თამაში სხვადასხვა უნარების განვითარებაზე იყო მორგებული. ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ ორგანიზაციაში ძირითადად ხელოვნებათმცოდნეები არიან და შევქმენით „ქართული ორნამენტის“ ხაზი. დავინახეთ პოტენციალი, რომ ამ მიმართულებას ცალკე ემუშავა. ასე შეიქმნა ბრენდი „ქართული ორნამენტი“ და მის განვითარებაზე დავიწყეთ მუშაობა“.

„ქართული ორნამენტი მომხმარებელს 7 სახეობის პროდუქტს სთავაზობს.

„თანდათან ვაფართოებთ და ჩვენი მისია არის ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შევქმნათ რესურსები, რომელიც საინტერესო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

ბიზნესმა გაამართლა და გაფართოებასაც აქტიურად ვგეგმავთ. თვიდან-თვემდე მოთხოვნა იზრდება. ყველაზე კარგად იყიდება თავსაბურავები და ყელსახვევები, თუმცა რამდენიმე თვის წინ გამოუშვით ალბომი ორნამენტი და ერთ თვეში მთელი ტირაჟი ამოიწურა. საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო ამ გასაფერადებელ ალბომზე. გვაქვს რანერი, კედლის დეკორი. რამდენიმე დღეში გაყიდვაში ჩავუშვებთ მამაკაცის ხაზის ნიმუშებს ყელსახვევებს, ჰალსტუხებს, წიგნაკებს. ასევე ვგეგმავთ სამაგიდო თამაში „ორნამენტი“ გავხადოთ პოპულარული. გვინდა რამდენიმე ენოვანი გავხადოთ ეს თამაში, უფრო დავხვეწოთ და საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ“, - ამბობს ბრენდის წარმომადგენელი.

ამ დროისთვის „ქართული ორნამენტის“ პროდუქცია ონლაინ იყიდება, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, მზარდი მოთხოვნის გამო, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ზაფხულის სეზონზე სტენდების დადგმას გეგმავენ.

„პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულით იქმნება. „ქართული ორნამენტი“ 100%-ით ქართულია. სამაგიდო თამაში და ყუთები ჩვენთან მზადდება, თავსაბურავებს ამზადებს პარტნიორი ორგანიზაცია. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ბრენდის, არამედ წარმოების განვითარებაც“- ამბობს ინა სოხაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები