დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KASS LAND-ი წალკის კანიონზე მაღალი კლასის სასტუმროს აშენებს

KASS LAND-ი წალკის კანიონზე მაღალი კლასის სასტუმროს აშენებს

2023-06-03 00:01:38

KASS LAND 2023-2024 წლების ტურისტულ სეზონებზე დიდ იმედს ამყარებს. გახსნის დღიდან ტურისტულმა ობიექტმა ასეულობით დამსვენებელს უმასპინძლა და ახალი გრანდიოზული პროექტებისთვისაც ემზადება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ მხრივ 2024 წელი ძალიან დატვირთული იქნება.

Business Insider Georgia- ს KASS LAND - დან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში იგეგმება მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსის და რამდენიმე სხვა მასშტაბური პროექტის განხორციელება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს 53 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა სპა-აუზით, რომელიც ულტრათანამედროვეა და რეგიონში გამორჩეული ტურისტული ცენტრი იქნება. სასტუმრო კომპლექსის გახსნა 2024 წელს იგეგმება.

ამავე პერიოდში გაიხსნება დახურული აკვაპარკი და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. მათ შორის, სოციალური სივრცე და დამატებით ვილჰაუსები მოეწყობა. მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 120 მილიონი ლარი უკვე მოხმარდა", - აცხადებენ კომპანიაში.

KASS LAND-ში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა და უკვე 100 000 დამსვენებელზე მეტს უმასპინძლა.

პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები