დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კენიიდან ავოკადოს ექსპორტს 2024 წლის გაზაფხულზე განვაახლებთ - Eximcrop-ი

კენიიდან ავოკადოს ექსპორტს 2024 წლის გაზაფხულზე განვაახლებთ - Eximcrop-ი

2023-10-26 14:30:48

კენიიდან ავოკადოს ექსპორტს 2024 წლის გაზაფხულზე, აპრილ-მაისში განვაახლებთ - ამის შესაახებ Business Insider Georgia-ს Eximcrop-ის წარმომადგენელმა ვახტანგ გოგალაძემ განუცხადა. 

„ჩვენ გვინდა, რომ სუპერმარკეტებში ავოკადოს ფასი ₾9,99 ნიშნულზე შევინარჩუნოთ. ეს მხოლოდ აფრიკული ავოკადოს იმპორტით არის შესაძლებელი და თან პარალელურად ხარისხსაც შევინარჩუნებთ. ამიტომ, როგორც იმპორტის, ასევე რეექსპორტის კუთხით ველოდებით აფრიკულ სეზონს. გაზაფხულიდან როგორც იმპორტის, ისე რეექსპორტის კუთხით მომწოდებლების გეოგრაფია გაიზრდება და არ იქნება მხოლოდ კენია“, - ამბობს ვახტანგ გოგალაძე.

კომპანია Eximcrop-მა გაზაფხულის სეზონზე კენიიდან ჩამოტანილი 24 ტონა ავოკადო ერთ თვეში გაყიდა. 

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს ამ ფაქტს, პროდუქტის ფასზე ჰქონდა გავლენა. კერძოდ, ფასი განახევრდა და კილოგრამზე 9,95 ლარი შეადგინა.  

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს.

Business Insider Georgia-თან კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში ავოკადოს ჰაბის შექმნის იდეა ამართლებს. „რა თქმა უნდა ამართლებს. ავოკადოს ჰაბის საფუძველზე ტვირთების ზრდა ნელ-ნელა მოხდება. საქართველოს მიმზიდველი და ბიზნესისთვის სტრატეგიულად საინტერესო მდებარეობა აქვს და ასევე აქ ძალიან მარტივი ბიუროკრატიაა, რაც პოზიტიური მოლოდინების საფუძველს გვაძლევს“, - ამბობს ვახტანგ გოგოლაძე. 

შეგახსენებთ, რომ გორში, კენიური ავოკადოს პირველი ლოგისტიკური ცენტრი 2023 წლის მაისში გაიხსნა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები