დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კერამიკის ადგილობრივ ბაზარზე თამაშის წესები შეიცვალა - Ceramic Studio 1300

კერამიკის ადგილობრივ ბაზარზე თამაშის წესები შეიცვალა - Ceramic Studio 1300

2024-01-04 11:00:00

კერამიკის ადგილობრივ ბაზარზე თამაშის წესები შეიცვალა,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Ceramic Studio 1300-ს თანადამფუძნებელმა ტასო გომელაურმა განუცხადა.

კერძოდ, ადგილობრივი მეწარმეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში კერამიკის წარმოება დაიწყეს ფასში კონკურენციას ვეღარ უწევენ და შესაბამისად შეკვეთები და გაყიდვები შეუმცირდათ.

„ბოლო ორი წელია გაყიდვები შეგვიმცირდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს ასორტიმენტი, რასაც მომხმარებელს შევთავაზებთ. ჯამში შეგვიმცირდა ფინანსური შემოსავალი“, - ამბობს ტასო გომელაური.

მისი თქმით, რუსეთიდან მიგრაციული ნაკადის შემოსვლის შემდეგ, კერამიკის ადგილობრივ ბაზარზე თამაშის წესები შეიცვალა და ახლებურად გადანაწილდა.

„მიგრანტებმა გახსნეს ობიექტები, სადაც მათ მიერ დამზადებული კერამიკული ნაწარმი იყიდება. აქვთ აქტიური მარკეტინგული კამპანია და შესაბამისად ჩვენი პოტენციური მომხმარებელი ამ მიმართულებით გადანაწილდა“, - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით, საქართველოში კერამიკის ბიზნესზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. „ბოლო ორი წლის განმავლობაში ბრუნვა დაახლოებით 20-30%-ით შეგვიმცირდა“, - ამბობს გომელაური.

შეგახსენებთ, რომ Ceramic Studio 1300 კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა, 2015 წელს დააარსეს. რიცხვი 1300 ღუმელის გამოწვის მაქსიმალურ ტემპერატურასთან ასოცირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

18 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები