დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ხახაბო“ 2024 წელს კოსმეტიკის ხაზის დამატებას გეგმავს

„ხახაბო“ 2024 წელს კოსმეტიკის ხაზის დამატებას გეგმავს

2024-01-11 14:00:00

2023 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო. „ხახაბო“ ცნობადი გახდა და ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბრენდის დამფუძნებელმა მეწარმე ზაქარია სვიმონიშვილმა განუცხადა.

მეწარმე ამბობს, რომ 2023 წელს 2022-თან შედარებით კომპანიის გაყიდვები 50%-დან 70%-მდე გაიზარდა.

ცივი დაწურვის მეთოდით ნატურალური ზეთების მწარმოებელი ხახაბოს • Khakhabo პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის მიზეზად მეწარმე მაღალ ხარისხს ასახელებს და ამასთან ამბობს, რომ მომხმარებლის ცნობიერებაც იზრდება და თანდათან მოთხოვნა ჩნდება ნატურალურ პროდუქტზე.

ამიტომ „ხახაბო“ 2024 წელს მომხმარებელს სიახლეს შესთავაზებს და კოსმეტიკის ხაზის დამატებას გეგმავს.

„2024 წლის გაზაფხულიდან ვგეგმავთ კოსმეტიკის ხაზის დამატებას. ახლა ეს პროექტი დამუშავების სტადიაშია. ბაზარზე გამოვიტანთ სახის საცხებს. თუმცა როგორი იქნება ბრენდირება და ასორტიმენტი, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ“, - ამბობს მეწარმე. ამასთან, „ხახაბო“ 2024 წელს ადიგენში გოგრის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ,,ხახაბოს" განვითარების 5-წლიანი ბიზნეს გეგმა აქვს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. აქედან 700 ათასი ლარი ზეთის წარმოება მოხმარდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები