დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ხახაბოს“ ასორტიმენტს თმის ზეთები დაემატა

„ხახაბოს“ ასორტიმენტს თმის ზეთები დაემატა

2023-09-01 12:00:33

ნატურალური ზეთების მწარმოებელი ხახაბო • Khakhabo ასორტიმენტს ზრდის. ყველა ერთში - სხვადასხვა ნედლეულის ნაზავით შექმნილი უნიკალური ზეთები თმის მოვლის საშუალებებია, რომელიც ,,ხახაბოს" კოსმეტიკურ ხაზს დაემატა.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი, მეწარმე ზაქარია სვიმონიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, 100%-ით ცივი დაწურვით დამზადებული ზეთები ყოველგვარი დანამატის გარეშეა.

„ახალი კოსმეტიკური ზეთები გამოვუშვით, სახის მოვლის საშუალებები უკვე ცნობილია, ამ ეტაპზე დავამატეთ თმის მოვლის საშუალებები. ეს არის თმის ზეთი, რომელიც 5 პროდუქტის ნაზავია, სამკურნალო დანიშნულების და ძალიან კარგი ეფექტით გამოირჩევა. ვავითარებთ ორივე მიმართულებას - კოსმეტიკურსა და სამკურნალოს. ჩვენი ზეთები გამოიყენება როგორც მასაჟისთვის, სახის და თმის მოვლის უებარი საშუალებებია. არ შეიცავს არანაირ დანამატს და მზადდება ცივი გამოხდით", - ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.

სეზამის, ჩიას, გოგრის, სელისა და ნუშის საოცარი კომბინაციით შექმნილი უნიკალური ზეთი განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის, რომელიც ბევრ პრობლემას მოაგვარებს. რაც შეეხება ფასს, სპეციალურად დაფასოებული, 50 მილიგრამიანი ფლაკონებში ,,ხახაბოს" ზეთების ღირებულება 30 ლარს შეადგენს.

პროდუქცია ჯერჯერობით ონლაინ იყიდება. პროდუქტის უპირატესობა ხარისხი და ბუნებრივი, სასიცოცხლო თვისებების შენარჩუნებაა, რაც დამზადების ტექნოლოგიას უკავშირდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ზაქარია სვიმონიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, იგეგმება ექსპორტზე გატანა, რაზეც მუშაობა დაწყებულია. საწყის ეტაპზე სამიზნე ბაზრები მეზობელი ქვეყნებია.

მომავალი წლიდან უკვე ექსპორტსაც ვიწყებთ. სამიზნე ბაზრები პირველ ეტაპზე მეზობელი ქვეყნებია, საიდანაც დიდი ინტერესია.

შეგახსენებთ, რომ ,,ხახაბოს" განვითარების 5-წლიანი ბიზნეს გეგმა აქვს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. აქედან 700 ათასი ლარი ზეთის წარმოება მოხმარდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები