დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხილ-ბოსტნეულის წვენების TOP 5 საწარმოდან სამში წილს, რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

ხილ-ბოსტნეულის წვენების TOP 5 საწარმოდან სამში წილს, რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

2023-05-27 02:29:21

Business Insider Georgia-თვის საქსტატიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბრუნვის მიხედვით ხილისა და ბოსტნეულის წვენების მწარმოებელი TOP 5 კომპანია გამოიკვეთა. 

  • შპს ჯეო კონცენტრატი
  • შპს არომაპროდუქტი
  • შპს ნატურალი 7
  • შპს ანტონი და კომპანია
  • შპს კამპა

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

შპს ჯეო კონცენტრატის -100%-ს ანასტასია გოგლიძე ფლობს. კომპანიის დირექტორია ივანე გოგლიძე. 

შპს არომაპროდუქტს - 12 მესაკუთრე ჰყავს - ეთერი რაშოევი - 0.3% რევაზ კაპანაძე - 0.35%, გურამ კვაჭანტირაძე,  0.1% ,აპოლინარია ეფრემენკო - 0.1%, ვასილ შელიუგოვი - 0.1% ლუბოვ სერგეევა /რუსეთის ფედერაცია/ - 0.2%, თამარ გუგუშვილი -3.3%, დიმიტრი დარჩიაშვილი - 1.5%, ალექსანდრე ჯიქიძე - 4.5%, ბადრი ბუიღლიშვილი - 7.9%, ირაკლი ჯიქიძე - 0.3%, ვლადიმერ გუგუშვილი - 81.35%. 

შპს ნატურალი 7-ს -  ორი მესაკუთრე ჰყავს, მერაბ ქუჩუკაშვილი/რუსეთის ფედერაცია - 50%, ვაჟა ქუჩუკაშვილი, 50%. შპს ანტონი და კომპანიას - 5 მესაკუთრე ჰყავს. გივი ჯამელაშვილი, ანა ჯამელაშვილი, თამარი ჯამელაშვილი, (1/4) გივი ჯამელაშვილი19%-იან წილს ინაწილებენ. თეიმურაზ მიქაუტაძე 20% ფლობს, გივი ჯამელაშვილი - 21%; ტარიელ ღვაბერიძე - 20%, ნუგზარ ალანია - 20%-ს. 

შპს კამპას - სამი მფლობელი ჰყავს მამია ჯანაშია/რუსეთი - 20% ლაშა ფხაკაძე - 10%, დავით ბუაძე 70%. 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით გამოიკვეთა, რომ ბრუნვის მიხედვით ხილისა და ბოსტნეულის წვენების მწარმოებელ TOP 5 კომპანიაში წილს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები