დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანიებმა ხელფასები მოგების ზრდის ტემპის შემცირების ხარჯზე გაზარდეს - სებ

კომპანიებმა ხელფასები მოგების ზრდის ტემპის შემცირების ხარჯზე გაზარდეს - სებ

2023-08-12 11:15:17

2023 წლის II კვარტალში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა, -  ამის შესახებ PMCG-ის მაკრო მიმოხილვაშია ნათქვამი. 

 BAG ინდექსის მიხედვით, კომპანიათა 32%-მა 2023 წლის მეორე კვარტალში გაზარდა თანამშრომლების ხელფასები, ხოლო მათმა უმეტესობამ თანამშრომლების ხელფასები 0-20%-ის ფარგლებში გაზარდა.

აღსანიშნავია, სებ-ის მიხედვით, ბოლო პერიოდში კომპანიებმა ხელფასები გაზარდეს მათი მოგების ზრდის ტემპის შემცირები ხარჯზე.

„შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქართველოში ხელფასი-ფასის სპირალის განვითარებას ადგილი არ აქვს“, - ნათქვამია მიმოხილვაში. .

საქართველოში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 22.0%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, 2022 წელს ხელფასების ზრდამ მხოლოდ 9.1% შეადგინა. 

„აღსანიშნავია, რომ მშპ-ს რეალური ზრდა 2015-იდან 2022 წლამდე შეადგენდა 34.7%-ს, რაც ორჯერ აღემატება ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე“,- ნათქვამია მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

21 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები