დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარის გამყარების გამო საექსპორტო გაყიდვები თითქმის განახევრდა - კასპის საკონსერვო კომბინატი

ლარის გამყარების გამო საექსპორტო გაყიდვები თითქმის განახევრდა - კასპის საკონსერვო კომბინატი

2023-05-24 09:30:40

კასპის საკონსერვო კომბინატი „თი ემ თის“/TMT პროდუქციის კონკურენტუნარიანობა ექსპორტზე შესუსტდა. ამ მხრივ გავლენა ლარის გამყარებამ მოახდინა.

როგორც Business Insider Georgia- თან საუბრისას კომპანიის მმართველი პარტნიორი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, სავალუტო ცვლილებამ საექსპორტო პროდუქტის გაძვირება გამოიწვია, რის გამოც კონკურენცია გაუჭირდა და რეალიზაცია თითქმის გაუნახევრდათ.

„ლარის გამყარების გამო საექსპორტო პროდუქცია ძალიან გაგვიძვირდა. განსაკუთრებით აშშ-ს, ისრაელის, ავსტრიისა და სხვა რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე. სერიოზულად მოგვიწია ფასების გაზრდა, როგორც სხვა მწარმოებელ-ექსპორტიორს, რამაც ჩვენი კონკურენციის მხრივ ცუდად იმოქმედა, ბოლო 7-8 თვეა, რაც ძალიან გაგვიჭირდა, დიდ ზარალს განვიცდით", - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

კასპის საკონსერვო კომბინატის წარმოების წილი ადგილობრივ ბაზარზე ბოლო დრომდე 20%-ს აღწევდა. ამ ეტაპზე, როცა გლობალურ ბაზარზე პოზიცია კომპანიამ გარკვეულწილად დათმო, შიდა ბაზრის წილი 40%-0მდე გაზარდეს.

„ადგილობრივ ბაზარზე შარშან პროდუქცია დაახლოებით 20%-ით გავაძვირეთ. ამის მიზეზი ნედლეულზე ფასების ზრდა გახდა.

გაიზარდა კომუნალური გადასახადის ხარჯიც და სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა გაზრდილი თვითღირებულების გამო. შიდა ბაზარზე წარმოების 20% მოდიოდა და ახლა 40%-ს ვუახლოვდებით ექსპორტზე შემცირების ხარჯზე", - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

ცნობისთვის, საკონსერვო კომბინატი შპს „თი ემ თი” 2006 წელს ჩამოყალიბდა, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე, რომელიც 1960 წლიდან ფუნქციონირებდა.

კომპანია ხილ-ბოსტნეულისა და მშრალი ხილის (ჩირი) პროდუქციის 40-ზე მეტ ნაირსახეობას აწარმოებს. კომპანიაში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროდუქცია ექსპორტზე დაახლოებით 10 ქვეყანაში გადის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები