დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Lineate-ის ჩართულობა BTU-ს ჰაკათონში ორმაგად ღირებულია ჩვენთვის და სტუდენტებისთვის - ნინო ენუქიძე

Lineate-ის ჩართულობა BTU-ს ჰაკათონში ორმაგად ღირებულია ჩვენთვის და სტუდენტებისთვის - ნინო ენუქიძე

2024-02-05 10:30:00

BTU ჰაკათონს მართავს, რომელშიც საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანია Lineate ჩართული. რა არის სტუდენტური ჰაკათონის მიზანი და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში IT კომპანიების მონაწილეობა, როგორია აქტივობა ამ საკითხებზე Business Insider Georgia ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ნინო ენუქიძეს ესაუბრა:

ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი და განათლება - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიციირებული ჰაკათონის თემაა, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. რა არის ჰაკათონის მიზანი და რა მოლოდინები გაქვთ?

არავისთვის აღარ არის სიახლე რომ ხელოვნური ინტელექტი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალმოთხოვნადი ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც ყოველდღიურად უამრავ საქმეს გვიმარტივებს და გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. ამ ყველაფრის დანერგვა და განვითარება საგანმანათლებლო სექტორში ქმნის ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. აღსანიშნი და მნიშვნელოვანია რომ ავსტრალიური "Task Force" უკვე სახელმწიფო დონეზე იკვლევს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას საგანმანათლებლო სექტორში, მიმოიხილავს სხვადასხვა სტრატეგიებს მისი განვითარების მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობაზე უკვე დღეს აღარავინ დავობს.

AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანია Lineate. როგორ ჩაერთო პროცესში ეს კომპანია და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ამ ღონისძიებაში მონაწილეობა?

ვთვლით რომ ზოგადად კერძო ორგანიზაციების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათი ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში მონაწილეობის მიღებას. Lineate და BTU უკვე დიდი ხანია პარტნიორები არიან და ერთობლივი ძალებით მრავალი საინტერესო აქტივობა განუხორციელებიათ, თუმცა აღნიშნულ ჰაკათონში მათი ჩართულობა ორმაგად მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენთვის და სტუდენტებისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ აღნიშნული ჰაკათონი Lineate-სთვის საინტერესოდ და მომგებიანად ჩაივლის, ვინაიდან პირველ რიგში სწორედ კერძო IT და ტექკომპანიებს სურთ იმ ახალგაზრდების ხილვა თავიანთ გუნდებში, ვისაც ის ტექნოლოგიური უნარები გააჩნიათ, რომლის გამოვლენის შესაძლებლობაც სწორედ ჰაკათონის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

18 იანვარს დასრულდა AI ჰაკათონზე რეგისტრაცია. რამდენი გუნდი დარეგისტრირდა და როგორ შეაფასებთ აქტივობას?

116 გუნდის რეგისტრაცია მივიღეთ სრულიად საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ჯამში 350-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, რაც რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს. პირველ რიგში ეს ციფრები მიანიშნებს იმაზე რომ სტუდენტებს აქვთ სურვილთან ერთად ტექნოლოგიური უნარები, გადაჭრან ჰაკათონის დავალების შინაარსი, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვჩერდებით მხოლოდ ამ ჰაკათონზე და სამომავლოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ სტუდენტების ჩართულობის გაზრდა იქნება ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინიციატივებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები