დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
LPG-ის იმპორტის 99,6% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა

LPG-ის იმპორტის 99,6% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა

2023-08-22 17:00:58

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 61,1 ათასი ტონა, რაც 11,1 ათასი ტონით ანუ 22,2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (50,0 ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 7 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 27,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 44,4%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან: ერაყი - 19,4 ათასი ტონა (31,7%); თურქეთი - 13,1 ათასი ტონა (21,4%); აზერბაიჯანი - 1,4 ათასი ტონა (2,3%); თურქმენეთი - 0,1 ათასი ტონა (0,2%);

2023 წლის იანვარ-ივლისის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 31,50 ათასი ტონა, რაც 9,66 ათასი ტონით ანუ 44,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (21,84  ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 7 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6%  (31,36 ათასი ტონა)  რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები