ROOMS Catering-მა თბილისში გამართულ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა და ROOMS Catering-ი ყოველდღიურად 3000-ზე მეტ მონაწილეს ადგილობრივი პროდუქტებით შექმნილ სხვადასხვა სახეობის მენიუს სთავაზობდა.
აღსანიშნავია, რომ ROOMS Catering-ისა და ADB-ის თანამშრომლობა წლის დასაწყისში, მანილაში, ADB-ის სათაო ოფისში გამართულ ღონისძიებაზე დაიწყო.
„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ სტუმარს და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ ვიხილავთ მათ საქართველოში“, - აცხადებენ ROOMS Catering-ში.
უახლესი