დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუდის ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა, წარმადობა მთლიან მოთხოვნას  დაახლოებით 4-ჯერ აჭარბებს - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

ლუდის ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა, წარმადობა მთლიან მოთხოვნას დაახლოებით 4-ჯერ აჭარბებს - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

2023-06-07 20:00:53

„ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ლუდის ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა და წარმადობა დაახლოებით 4-ჯერ აჭარბებს მთლიან მოთხოვნას.

„დიდი კონკურენციის მიუხედავად, „ეფეს საქართველო“ არის ბაზრის ლიდერი და მისი ძლიერი პორტფოლიო დაბალანსებულია ყველა სეგმენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“, - ამბობს ხუნძაკიშვილი. 

მისივე თქმით, 2023 წლის 5 თვის მონაცემებით, კომპანიის ექსპორტი 50%-ით გაიზარდა. 

„ჩვენს ექსპორტის ქვეყნებს დაემატა: ესპანეთი, პოლონეთი, თურქმენეთი და  საუდის არაბეთი. ამჯერად ჩვენი პროდუქცია გადის მსოფლიოს 25 ქვეყანაში. უკეთესად ვაკმაყოფილებთ ექსპორტის ზრდის ტრენდს“, - აცხადებს „ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი. 

მისივე თქმით, ლუდსა და ლიმონათს შუშის ბოთლში ჩამოსასხმელი ახალი ხაზის მონტაჟის შემდეგ საწაროს გარემოზე ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდა. 

„ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადობის ხელშეწყობა და გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება, რასაც ასევე ემსახურება შუშის შეფუთვის წარმოების გაზრდა“,- აცხადებს „ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი. 

2022 წელს საქართველოდან 4,796.73 ათასი დოლარის ღირებულების 5,082.73 ტონა ლუდის ექსპორტი დაფიქსირდა, 2021 წელს კი  ექსპორტზე 2,619.79 ათასი დოლარის ღირებულების 3,075.18 ტონა ლუდი გავიდა.

შესაბამისად ღირებულებით ნაწილში ზრდა 83%-ია, ხოლო მოცულობით ნაწილში 65%-იანი ზრდა.

2022 წელს ლუდის ექსპორტი 30 ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ყაზახეთში.

არსებული მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 27%-ი  სწორედ ყაზახეთში გადაიზიდა. საქართველოში წარმოებული ლუდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ჩინეთი, ხოლო მესამეზე რუსეთში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები