დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Lufthansa, Austrian Airlines და SWISS ისრაელში ფრენებს 8 იანვრიდან განაახლებენ

Lufthansa, Austrian Airlines და SWISS ისრაელში ფრენებს 8 იანვრიდან განაახლებენ

2023-12-24 15:24:00

Lufthansa Group-მა განაცხადა, რომ ისრაელში ფრენების განახლებას 2024 წლის 8 იანვრიდან გეგმავს. პირველ ფაზაში ჯგუფის ავიაკომპანიები თელ ავივის მიმართულებით და თელ ავივიდან კვირაში 20 რეისს განახორციელებენ. Lufthansa თელ ავივისა და ფრანკფურტს შორის კვირაში ოთხი სიხშირით იფრენს, ხოლო მიუნხენსა და თელ ავივს შორის 3 რეისს.

Austrian Airlines-ი ვენასა და თელ ავივს შორის ოპერირებას კვირაში 8 სიხშირით განახორციელებს, ხოლო SWISS გეგმავს ციურიხსა და თელ ავივს ხუთ ფრენას განახორციელებს. Lufthansa იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, ვინც ისრაელში ფრენების შეწყვეტა გამოაცხადა.

იმავე დღეს, საჰაერო მარეგულირებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მოტივით, Swiss-მა, Austrian Airlines-მა, Turkish Airlines-მა, LOT-მა, Wizz Air-მა, Air Baltic-მა, United Airlines-მა, American Airlines-მა, Air France-მა, Emirates-მა, Ryanair-მა და Aegean Airlines-მა გამოაცხადეს ფრენების შეჩერება. ცოტა მოგვიანებით, Iberia-მ, ITA Airways-მა და Air India-მ ფრენების გაუქმებაზე განაცხადეს.

 

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები