დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მაკ & ჩიზი“ წლის ბოლომდე 5 ფილიალს გახსნის

„მაკ & ჩიზი“ წლის ბოლომდე 5 ფილიალს გახსნის

2023-04-02 11:04:10

კვების ახალი ობიექტი „მაკ & ჩიზი“ სწრაფად ვითარდება. სწრაფი კვების რესტორანი სულ 2 თვეა, რაც ბაზარზეა და წლის ბოლომდე 5 ფილიალის დამატებას აპირებს. მათ შორის რეგიონების მიმართულებითაც.

საქართველოში მაკ & ჩიზის ტიპის კონცეფციის რესტორანი ინოვაციურია, აქამდე საქართველოში ამ კონცეფციის კვების ობიექტი არ იყო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი იოსებ კაპანაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რეგიონებში სტარტს ბათუმიდან აიღებენ, სადაც მაკ & ჩიზის ტიპის სერვისებზე დიდი მოთხოვნაა.

„საქართველოში მაკ & ჩიზის ტიპის კონცეფციის რესტორანი სიახლეა, რამაც ბაზარზე გამოჩენისთანავე დიდი ინტერესი და მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. მომხმარებელს იზიდავს მრავალფეროვნება, ხარისხიანი მომსახურება და გემო, რასაც ბაზარზე ვამკვიდრებთ. რამდენიმე მცდელობა იყო მსგავსი კონცეფციით მუშაობის, მაგრამ მაკ & ჩიზის პოპულარიზაცია ამ დონეზე პირველადაა", - ამბობს იოსებ კაპანაძე.

რაც შეეხება „მაკ & ჩიზის“ პროდუქციას, კერძებისათვის ქართული და იმპორტული პროდუქცია გამოიყენება: მაკარონი იტალიიდან შემოაქვთ, სხვადასხვა სოუსი - ამერიკიდან, ხოლო სენდვიჩებისათვის პური და ბეკონი ადგილობრივია.

როგორც იოსებ კაპანაძე ამბობს, უახლოეს პერიოდში „მაკ & ჩიზის“ თბილისში ახალი ფილიალი შეემატება, ხოლო წლის ბოლომდე მათი 5 ფილიალის დამატება იგეგმება, მათ შორის, ბათუმშიც.

ცნობისთვის, „მაკ & ჩიზის“ ფილიალი ფალიაშვილის 18-ში მდებარეობს, კერძების ფასები კი 9.90-დან 19.90-ლარამდეა. რესტორნის საწყისი ინვესტიცია 150 000-ლარამდეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები