დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Megasport-ი თბილისის მოლებში სამ ბრენდულ მაღაზიას გახსნის

Megasport-ი თბილისის მოლებში სამ ბრენდულ მაღაზიას გახსნის

2024-05-07 12:00:00

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ 2024 წელს კომპანია თბილისის მოლებში 3 ბრენდულ მაღაზიას გახსნის.

„სითი მოლში“ დავიწყეთ სარემონტო სამუშაოები და ამერიკული ბრენდის „ნაპაპირი“-ს სახელობით მაღაზიას გახსნის. „ეს იქნება „ნაპაპირის“ პირველი მაღაზია თბილისში. მანამდე ხორციელდებოდა დისტრიბუცია და ჩვენს ქსელში იყიდებოდა“.- ამბობს დავით ჩხეიძე.

მისი თქმით, ამ ბრენდის მაღაზია „სითი მოლში“ სავარაუდოდ მაისის ბოლოს გაიხსნება.

„ასევე Disel-ის მაღაზია გაიხსნება „გალერეაში“, ფართი მცირეა თუმცა იქნება მაქსიმალურად დატვირთული. „თბილისი მოლში“ გაიხსნება „მაგელანის“ ბრენდული მაღაზია სექტემბრის ბოლოს“, - ამბობს დავით ჩხეიძე.

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

„2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვები გაზრდილა.  მარტში გაყიდვების 20%-იანი ზრდა გვაქვს, აპრილში კი გაყიდვების მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. ჯამში, წლის დასაწყისს ამ თვალსაზრისით პოზიტიურად ვაფასებთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კომპანია „მეგასპორტი“ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 12 მაღაზიას ფლობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები